Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - “დაცული ტერიტორიების სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილები შევიდა


Recommended Posts

ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ ინიცირებული კანონპროექტი “დაცული ტერიტორიების სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა მეორე მოსმენით განიხილა.

ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილის, ნინო ენუქიძის განცხადებით, ცვლილება ტექნიკური ხასიათისაა და კანონში იმ ტერიტორიების გეოგრაფიული კოორდინატები დაზუსტდება, რომლებიც ყაზბეგის ეროვნული პარკის ტერიტორიაში არ შედის.  ამ ტერიტორიის საერთო ფართობი 20,36 ჰექტარია, რომელზეც ჰიდროენერგეტიკული პროექტი უნდა განხორციელდეს. შესაბამისად, დაზუსტდა ყაზბეგის ეროვნული პარკის ტერიტორია და მისი ფართობი 8686,63 ჰექტარით განისაზღვრა.

ცვლილება შედის ასევე გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილ “დაცული ტერიტორიების სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” კანონპროექტში, რომელშიც გათვალისწინებულია ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტის მოთხოვნები,  რომელიც ყაზბეგის ეროვნული პარკის ტერიტორიის ფართობის დაზუსტებას ითვალისწინებს.

პირველი მოსმენით განიხილეს კანონპროექტი “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, რომელიც მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას წარმოადგენს. აღნიშნული  კანონპროექტის მიხედვით, მთავრობა უფლებამოსილებას იძენს, სასარგებლო წიაღისეულის – სამკურნალო ტალახის და/ან გარეგანი მოხმარების მიწისქვეშა მინერალური წ####ბის მოპოვების ლიცენზია პირდაპირი წესით გადასცეს იმ პირებს, რომელთა საქმიანობის ძირითად მიზანს ტურიზმი და რეკრეაცია წარმოადგენს.  საფუძვლის არსებობის შემთხვევაში კანონპროექტი ლიცენზიის გამცემს დაყადაღებული, დაგირავებული ან სხვაგვარად დატვირთული ლიცენზიის გაუქმების უფლებას აძლევს. ამავდროულად, კანონპროექტი  ლიცენზიის გამცემს კანონით გათვალისწინებულ ყველა შემთხვევაში ლიცენზიის გაუქმების შესაძლებლობასაც აძლევს.

კომიტეტის წევრებმა კანონპროექტების პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განსახილველად გატანას მხარი დაუჭირეს.

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...