planetanews Posted March 1, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted March 1, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/Saakashvili22-300x1991.jpgმიხეილ სააკაშვილის თქმით, ერთადერთი ქვეყანა მთელ რეგიონში, რომელსაც ექნება თავისუფალი ვაჭრობა ამერიკასთან საქართველოა.ამის შესახებ განცხადება, საქართველოს პრეზიდენტმა, წეროვანში ფარმაცევტული საწარმო „აბიფარმის“გახსნისას გააკეთა.პრეზიდენტის თქმით, არც გერმანიას და არც თურქეთს ამერიკასთან ტავისუფალი ვაჭრობა არ აქვს.“ამერიკასთან თავისუფალი ვაჭრობა არ აქვს არც თურქეთს, არც გერმანიას. გერმანიის კანცლერი მთავარ საკითხს, რასაც აყენებს ამერიკასთან, არის ის, რომ გერმანიას და ევროკავშირს ჰქონდეს თავისუფალი ვაჭრობა ამერიკასთან და იღებს ამაზე უარს. ერთადერთი ქვეყანა მთელ რეგიონში, რომელსაც ექნება თავისუფალი ვაჭრობა, არის საქართველო. ეს ნიშნავს, რომ საქართველო ხდება მართლაც ცენტრი წარმოების ყველა მიმართულებით”, _ განაცხადა სააკაშვილმა.პრეზიდენტის თქმითვე, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის დაწყებით საქართველოში უმუშევრობა პრაქტიკულად აღარ იქნება და პროცესი დაახლოებით წელიწადნახევარში დასრულდება. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts