Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - აზერბაიჯანის ქალაქ გუბაში არეულობის ჩასახშობათ ჯავშანტექნიკა და შიდა ჯარებია გაგზავნილი


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/quba-300x225.jpgაზერბაიჯანის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე რაიონულ ცენტრ გუბაში არეულობის ჩასახშობათ ჯავშანტექნიკა და შიდა ჯარებია გაგზავნილი.

„კონტაქტ.აზ“–ის ინფორმაციით, ქალაქში სამი ჯავშანტრანსპორტიორი ამდენივე წყლის ჭურვი და ასეული სამხედრო მოსამსახურე შეიყვანეს.

ადგილობრივი პოლიცია არეულობას საკუთარი ძალებით ვერ ახსობს.

„ჯერ–ჯერობით ჩვენ საკუთარი ძალებით ვამყარებთ წესრიგს, თუმცა დახმარება სასწრაფოდ გვჭირდება“,–განაცხადა რაიონული პოლიციის უფროსის მოადგილემ აზერ რზაევმა.

არეულობის მიზეზი რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის რაუფ ხაბიბოვის განცხადება გახდა, რომელმაც რაიონის მოსახლეობას გამყიდველი უწოდა.

დღეს დილიდან ადმინისტრაციის შენობასთან აქცია მიმდინარეობდა, რომელშიც რამდენიმე ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.მომიტინგეები ჩინოვნიკისგან ბოდიშის მოხდას და გადადგომას მოითხოვდნენ.

მომხდარის გამო ხაბიბოვი მოსახლეობასთან გავიდა და ბოდიოში მოიხადა, თუმცა აქციის მონაწილებმა ეს არასაკმარისად მიიჩნიეს, ადმინისტრაციის შენობასი შეიჭრნენ და დაარბიეს.

პოლიციამ მიტინგის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, რის გამოც მომიტინგეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები დაიწყო.დაპირისპირების შედეგადაც 4 ადამიანი დაშავდა,მათ შორის  სამი პოლიციელი და ერთი მომიტინგე.

არეულობამ მთელი ქალაქი მოიცვა, მომიტინგეებმა ადმინისტრაციის შენობის ნაწილი და ჩაიხანა, შემდეგ კი ხაბიბოვის სახლი გადაწვეს.

ახლა მომიტინგეები ხაბიბოვის აგარაკისკენ მიემართებიან, რათა ისიც დაწვან.

უკმაყოფილო მოსახლეობას აზერბაიჯანის ტრანსპორტის მინისტრი ზია მამედოვი შეხვდა, რონმელმაც ხაბიბოვის სიტყვებისთვის ბოდიში მოიხადა.

მინისტრის გამოსვლის შემდეგ მომიტინგეებმა დაშლა დაიწყეს. არეულობის შედეგად 200მდე მომიტინგეა დაჯკავებული.

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...