Jump to content
Planeta.Ge

argumenti.ge სახალხო დამცველი ქიმერიძის გარდაცვალების რეალური მიზეზის გამოძიებას ითხოვს


Recommended Posts

http://www.argumenti.ge/wp-content/uploads/2012/03/Tugushi-300x19923-150x150.jpgსაქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ხაშურში სოლომონ ქიმერიძის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, 2012 წლის 28 თებერვლის ღამეს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის პრევენციის და მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლები იმყოფებოდნენ ხაშურის პოლიციის რაიონულ სამმართველოში, 27 თებერვალს სამმართველოს შენობაში მოქალაქე სოლომონ ქიმერიძის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით ქიმერიძე სამმართველოს კიბის მოაჯირიდან გადავარდნის შედეგად სასიკვდილოდ დაშავდა. სახალხო დამცველის რწმუნებულებმა დაათვალიერეს შემთხვევის ადგილი, გაესაუბრნენ სამმართველოს უფროსის მოადგილეს, ავთანდილ სამსონიძეს და სამმართველოს თანამშრომლებს.

“სამსონიძის თქმით, 2012 წლის 27 თებერვალს, ნაშუადღევს, ხაშურის პოლიციის თანამშრომლებმა, სოფელ ქვიშხეთში მომხდარი ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედების ჩატარების მიზნით, სოლომონ ქიმერიძე ხაშურის რაიონული სამმართველოს შენობაში მიიყვანეს. ქიმერიძეზე არსებობდა ინფორმაცია, რომ მან ქვიშხეთში მცხოვრები თამაზ გამგონიძის კუთვნილი ნიკელის ჩაიდანი და ალუმინის ქვაბი მოიპარა. ვინაიდან ქიმერიძისთვის ბრალის წაყენება და მისი დაკავება იმ ეტაპზე არ განხორციელებულა, იგი ხაშურის რაიონული სამმართველოს დაკავებულ პირთა აღრიცხვის წიგნშიც არ გაუტარებიათ”, – აღნიშნულია განცხადებაში.

სახალხო დამცველის ინფორმაციით, როგორც ახსნა–განმარტებიდან ირკვევა, ქიმერიძეს გაესაუბრნენ სამმართველოს მესამე სართულზე მდებარე ერთ–ერთ ოთახში. გასაუბრების დასრულების შემდეგ, დაახლოებით 17.25 საათზე, იგი ჩამოჰყავდათ მეორე სართულზე იმ მიზნით, რომ მესამე სართულზე დაზარალებულს უნდა გასაუბრებოდნენ. ჩამოსვლისას ქიმერიძე მესამე სართულის კიბის მოაჯირიდან გადავარდა.

“ხაშურის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილის თქმით, კიბეზე ჩამოსვლისას ქიმერიძეს წინ სამმართველოს თანამშრომელი, მალხაზ ციყელაშვილი მიუძღოდა. არც ამ უკანასკნელს და არც სხვა თანამშრომლებს უშუალოდ გადავარდნის ფაქტი არ დაუნახავთ, თუმცა ვარაუდობენ, რომ დიდი სიმაღლის და წონის გამო შესაძლებელია, ს.ქიმერიძემ წონასწორობა დაკარგა და მოაჯირიდან გადავარდა.

სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ქიმერიძე გადაიყვანა ხაშურის რაიონულ საავადმყოფოში, სადაც იგი სამწუხაროდ, მიყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა. ავთანდილ სამსონიძის თქმით, აღნიშნულ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება შიდა ქართლის და მცხეთა–მთიანეთის საოლქო პროკურატურაში, 27–დან 28 თებერვლის ღამეს ჩატარდა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა, დაიკითხნენ სამმართველოს თანამშრომლები”, – აღნიშნულია განცხადებაში.

საქმის დამატებითი დეტალების გარკვევის მიზნით, სახალხო დამცველის აპარატმა წერილობით მიმართა შიდა ქართლისა და მცხეთა–მთიანეთის საოლქო პროკურატურას და მოითხოვა ინფორმაცია ქიმერიძის გარდაცვალების ფაქტთან მიმდინარე გამოძიების თაობაზე. კერძოდ, როდის და ვისი შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის რომელი მუხლით, რა საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა, დაინიშნა თუ არა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა და ამჟამად რა ეტაპზეა გამოძიება.

სახალხო დამცველის აპარატის განცხადებით, როგორც აღინიშნა, ქიმერიძემ სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო მაშინ, როდესაც პოლიციის კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა. ნებისმიერი ასეთი დაზიანება ევროსასამართლოს პრეცენდენტული სამართლის შესაბამისად დამკვიდრებული სტანდარტით, წარმოშობს პრეზუმციას, რომ შესაძლოა, პირი არაადამიანური ან სასტიკი მოპყრობის მსხვერპლი იყოს. მსგავს შემთხვევაში სახელმწიფოს ეკისრება განსაკუთრებული ვალდებულება აწარმოოს სრული, ყოველმხრივი და ობიექტური გამოძიება და წარმოადგინოს დამაჯერებელი ახსნა-განმარტება, თუ რამ გამოიწვია ხსენებული დაზიანებები.

“შესაბამისად, მივმართავთ გამოძიების მწარმოებელ ორგანოს, ჩაატაროს სრული, ყოველმხრივი და ობიექტური გამოძიება, რათა დადგინდეს ქიმერიძის როგორც უშუალოდ გარდაცვალების მიზეზი, ასევე ხომ არ დაექვემდებარა გარდაცვალებამდე არაადამიანურ ან სასტიკ მოპყრობას.

ამავდროულად, მოვუწოდებთ შიდა ქართლისა და მცხეთა–მთიანეთის საოლქო პროკურატურას, გამოძიების წარმოებისას ყურადღება გამახვილდეს იმ ფაქტობრივ გარემოებაზეც, რომ სოლომონ ქიმერიძე ხაშურის პოლიციის რაიონული სამმართველოს შენობაში პოლიციის მიერ ყოველგვარი პროცესუალური სტატუსის გარეშე იქნა “წარმოდგენილი”. ის არ გახლდათ ბრალდებული, დოკუმენტაციის მიხედვით არ იყო დაკავებული, თუმცა როგორც ჩვენს მიერ მიღებული ინფორმაცია ცხადყოფს, მას ამავდროულად ფაქტობრივად შეზღუდული ქონდა თავისუფლება”, – აცხადებს სახალხო დამცველის აპარატი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით დღეს ოფიციალური განცხადებაც გაავრცელა:

”დაკითხვის დროს ბრალდებული სოლომონ ქიმერიძე ხაშურის რაიონულ სამმართველოს ადმინისტრაციული შენობის მესამე სართულიდან მეორე სართულზე  კიბეებზე ჩამოსვლისას კიბის მოაჯირიდან გადმოვარდა და დაეცა პირველი სართულის ფოიეში, რის შედეგადაც მიიღო სხეულის მრავლობითი დაზიანებები.  პოლიციის თანამშრომლების მიერ დაუყოვნებლივ გამოძახებული იქნა ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და სოლომონ ქიმერიძე  გადაყვანილი იქნა ხაშურის რაიონულ საავადმყოფოში. მიმდინარე წლის  28 თებერვალს, სიცოცხლესთან შეუთავსებადი ტრამვების გამო, ბრალდებული სოლომონ ქიმერიძე გარდაიცვალა,” – წერია შსს-ს ოფიციალურ განცხადებაში.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია სისხლის სამართლის საქმის გამოძიება  შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში.

 argumenti.ge

 

argumenti.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...