planetanews Posted March 1, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted March 1, 2012 http://www.argumenti.ge/wp-content/uploads/2012/03/google-apps-150x150.jpgინტერნეტ კომპანია Google-მა უსაფრთხოების ახალი პოლიტიკა პირველი მარტიდან აამოქმედა, მიუხედავად ევროპის გაფრთხილებისა, რომ მან ამ ქმედებით, შესაძლოა, ევროპის კანონი დაარღვიოს.ცვლილება გულისხმობს Google-ის სხვადასხვა სერვისებში განთავსებული ინფორმაციის შეკრებას და მის სხვა პლატფორმებზე Yutube-ზე, Gmail-სა და Blogger-ზე გაზიარებას.Google-ი აცხადებს, რომ მომხმარებლების შესახებ მის ხელთ არსებული და ერთ პლატფორმაზე თავმოყრილი ინფორმაცია კომპანიას სერვისის გაუმჯობესების საშუალებას მისცემს.დღემდე Google-ი რეკლამას მის ცალკეულ პროდუქტში მომხმარებლების შესახებ არსებული ინფორმაციის მიხედვით ჰყიდდა და მის სერვისებს შორის კავშირი არ იყო. ახლა მაგალითად, საძიებო სისტემაში Yotube ვიდეოებს Gmail-ში გამჟღავნებული თქვენი ინტერესის მიხედვითაც მოგიძებნით.თუ მომხმარებელს Google-ის სერვისით სარგებლობა სურს, მას არ აქვს შესაძლებლობა გამოეთიშოს კომპანიის ახალ უსაფრთხოების პოლიტიკას. 1 მარტამდე, ანუ ინფორმაციის ერთ პლატფორმაზე გადატანამდე ერთი კვირით ადრე, Google-მა მომხმარებელს საშუალება მისცა საძიებო გიგანტის სხვადასხვა სერვისში აქამდე განთავსებული ინფორმაცია წაეშალა.Google-ის ახალ უსაფრთხოების პოლიტიკას არ ეთანხმება საფრანგეთის უსაფრთხოების სააგენტო. „ჩვენი წინასწარი გამოძიება ცხადყოფს, რომ რთულია გაარკვიო, რა მონაცემები რა მიზნით არის განთავსებული ამა თუ იმ პლატფორმაზე. ეს პირადი ინფორმაციის უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე პროფესიონალებისთვისაც კი, რთული გასაგებია“, – აცხადებს საფრანგეთის პირადი ინფორმაციის უსაფრთხოების სააგენტო.სააგენტომ Google-ს ახალი უსაფრთხოების პოლიტიკის შესასწავლად, მისი ამოქმედების გადავადება სთხოვა.Google-მა ეს თხოვნა არ დააკმაყოფილა და ამბობს, რომ რეალურად იმაზე მეტ ინფორმაციას არ მოიპოვებს, ვიდრე აქამდე ჰქონდა.„1 მარტს ჩვენი უსაფრთხოების პოლიტიკა შეიცვლება, მაგრამ პირადი ინფორმაციის უსაფრთხოებისადმი მიდგომა ისეთივე მყარი იქნება, როგორც აქამდე იყო“,- განაცხადა Goggle- ის მრჩეველმა უსაფრთხოების საკითხებში, პიტერ ფლიშერმა.მომხმარებლებს, რომლებიც Google-ში დარეგისტრირებულები არ არიან, ზოგიერთი მისი პროდუქტით სარგებლობა გაწევრიანების გარეშე შეეძლებათ. ასეთ დროს მომხმარებლის შესახებ ინფორმაცია არ აღირიცხება.Google- ის ასეთი სერვისებია მაგალითად, Google map და youtube.წყარო: მედია.გე argumenti.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts