Jump to content
Planeta.Ge

ერორი- ოპოზიცია პუტინის განცხადებებმა აღაშფოთა


Recommended Posts

http://rustavi2.com/news_photos/03_12/60148.jpg

 

რუსეთის პრემიერ-მინისტრის გუშინდელმა განცხადებამ ოპოზიციის ლიდერები აღაშფოთა. ვლადიმერ პუტინმა რუსული ოპოზიცია პროვოკაციების დაგეგმვაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მისი ოპონენტები სისხლისღვრაზეც წავლენ, რათა შემდგომში ამაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დააკისრონ.

ოპოზიციის ლიდერებმა შეფასებები რუსეთის საპროტესტო მოძრაობის საორგანიზაციო კომიტეტის დახურული სხდომის დაწყებამდე გააკეთეს. ისნი აცხადებენ, რომ პროვოკაციებსა და ფიზიკურ ლიკვიდაციებს სწორედ ხელისუფლებისგან ელიან და თუ კი სიტუაცია დაიძაბება, ამაზე პასუხისმგებელი მხოლოდ ვლადიმერ პუტინი იქნება.

`ჩვენ სპეცსამსახურები არ გვყავს, არც პროვოკატორები, რომელსაც ამას გააკეთებენ; ჩვენ მხოლოდ განცხადებების გაკეთება შეგვიძლია და ამას პირველად თქვენ გეუბნებით. ოპოზიციის რომელიმე ლიდერზე თავდასხმა პუტინის ორგანიზებული იქნება, რადგან მან იცის ამის შესახებ, მაგრამ ამის აღკვეთა არ სურს. აგრესიის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მეც იმ სიაში ვარ, რომელთა განადგურებაც სურთ,`- აღნიშნა `ხალხის თავისუფლების პარტიის` დამფუძნებელმა ბორის ნემცოვმა.

პუტინის განცხადებას გარი კასპაროვიც გამოეხმაურა.

`ეს განცხადება ძალიან სერიოზულად აღვიქვი. ნემცოვი, ნავალნი უდალცოვი, გასაგებია, რომ ოპოზიციის კონკრეტულ ლიდერებზე მიდის საუბარი, რომელთაც კრემლი პირად მტრებად მიიჩნევს. პუტინმა ამის შესახებ უკვე ილაპარაკა. ადამიანის განცხადებებს, რომელმაც ბესლანში სკოლა დაწვა, ნორდოსტში გაზით მოწამლა ხალხი, სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ,`- განაცხადა რუსეთის გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა `სოლიდარობის`თავმჯდომარემ.

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...