planetanews Posted March 1, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted March 1, 2012 http://rustavi2.com/news_photos/03_12/60146.jpg ვიცე პრემიერ-მინისტრი გიორგი ბარამიძე ბრიუსელში ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხების ევროკომისარს, შტეფან ფულეს შეხვდა. მათ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების აქტუალური საკითხები განიხილეს. ისაუბრეს თავისუფალი ვაჭრობისა და ასოცირების შესახებ შეთანხმებებზე, აგრეთვე ”აღმოსავლეთ პარტიორობის” ფარგლებში თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზე. გიორგი ბარამიძემ ხაზი გაუსვა ევროკავშირის მნიშვნელობას რუსეთთან ურთიერთობის მოგვარების საკითხში, შტეფან ფულემ კი დადებითად შეაფასა საქართველოში გატარებული რეფორმები. ხელი მოეწერა საფინანსო შეთანხმებას საქართველოში სისხლის სამართლის რეფორმის მხარდასაჭერად – ხელშეკრულების მიხედვით, საქართველოსთვის ამ მიზნით 18 მილიონი ევრო გამოიყოფა. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts