planetanews Posted February 29, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 29, 2012 „ქრისტიან დემოკრატების“ ლიდერის გიორგი თარგამაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს აქვს ისტორიული შანსი, მოჯადოებულ წრესდაუსვას წერტილი და ქვეყანა განვითარების ახალ ეტაპზეგადაიყვანოს.როგორც თარგამაძემ დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სააკაშვილს არ ეყო გამბედაობა,ამაღლებულიყო “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის სტატუსზე.“სააკაშვილს არ ეყო გამბედაობა, უფრო სწორად – პრეზიდენტობა, ამაღლებულიყო “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის სტატუსზე, ესაუბრა და სახელმწიფო ემართა, როგორც ქვეყნის პრეზიდენტს და არა, როგორც “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერს. საქართველოში აქტუალური თემაა არა მხოლოდ ის, როგორ მოდის პირველი პირი ხელისულფებაში, არამედ კიდევ უფრო აქტუალურია, როგორ წავა“,-აღნიშნა თარგამაძემ.მისივე თქმით, გუშინდელმა დღემ დაადასტურა, რომ სააკაშვილი მის მიერვე შექმნილი “ნაციონალური მოძრაობის” მძევალია.მან რვა წელიწადნახევრის განმავლობაში ვერ ჩამოაყალიბა ისეთი პარტია, რომელიც მზად იქნება თანაბარ კონკურენტულ პირობებში,კონკურენცია გაუწიოს დანარჩენ პარტიებს პრეზიდენტად სააკაშვილის ყოფნის გარეშე.პარტიის ლიდერის განცხადებით, „ქრისტიან დემოკრატები“ “სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ ინიციატივას მიესალმებიან, თუმცა საქართველოს ეკონომიკაში დიდი მასშტაბებით რუსული სახელმწიფო ფულის მოძრაობა არ მოსწონთ.„ყველა ბიზნესმენისთვის, მიუხედავად მათი ეროვნებისა, თავისუფალი გარემო უნდა იყოს, მაგრამ როცა რუსული სახელმწიფო ფული ასე აქტიურ როლს თამაშობს ქართულ ეკონომიკაში, მიგვაჩნია, რომ ქართულ სახელმწიფოს მეტი სიფრთხილე და ყურადღება მართებს”, – განაცხადა თარგამაძემ. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts