planetanews Posted February 29, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 29, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/2043auqcionio5-300x194.jpgენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ „ბუნებრივი რესურსების სააგენტომ” ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტებში სასარგებლო წიაღისეულის (ფერადი, კეთილშობილი, იშვიათი მეტალები და ბარიტი) შესწავლა-მოპოვების ლიცენზია დღეს გამართულ აუქციონზე გაყიდა.ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ინფორმაციით, აუქციონზე ლიცენზიის საწყისი ღირებულება 110 მლნ ლარს შეადგენდა, ხოლო „ბიჯი“ – 500 ათას ლარს. აუქციონში უცხოური კაპიტალით დაფუძნებული კომპანია „მაინინგ ინვესთმენთსი“ მონაწილეობდა, რომელმაც აუქციონზე გამოტანილი 27-წლიანი ლიცენზია 110,5 მლნ ლარად შეიძინა.ლიცენზია 2014 წლის 15 აპრილიდან ამოქმედდება. დღეისათვის აღნიშნულ საბადოებზე სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის უფლებას კომპანია „მადნეული“ფლობს.აუქციონის პირობების თანახმად, ინვესტორი ვალდებულია ბოლნისში, მადნეულის საბადოზე არსებული მარაგები ლიცენზიის ამოქმედებიდან 24 თვის ვადაში დაითვალოს, ხოლო საყდრისის საბადოზე – 48 თვის განმავლობაში. სსიპ „ბუნებრივი რესურსების სააგენტომ” ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტებში სასარგებლო წიაღისეულის (ფერადი, კეთილშობილი, იშვიათი მეტალები და ბარიტი) შესწავლა-მოპოვების ლიცენზია აუქციონზე გასაყიდად მიმდინარე წლის 19 იანვარს გამოიტანა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts