Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - „ქართული ოცნება“ შსს-ს სოლომონ ქიმერიძის გარდაცვალების მიზეზის გამოძიებასა და დამნაშავეების დასჯას სთხოვს


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/qartuliocnebalogo1-300x193111.jpgკოალიცია „ქართული ოცნება“ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან კატეგორიულად ითხოვს სოლომონ ქიმერიძის გარდაცვალების მიზეზის გამოძიებასა და დამნაშავეების დასჯას.

ამის შესახებ „ქართული ოცნება“ ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს,რომელსაც „ექსპრესნიუსი“უცვლელად გთავაზობთ:

„საზოგადოებისთვის ცნობილია ხაშურის პოლიციის რაიონულ სამმართველოში  ბრალდებულ სოლომონ ქიმერიძის ტრაგიკულად დაღუპვის ფაქტი.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ვერსიაშია ნათქვამი, ბრალდებული სოლომონ ქიმერიძე დაკითხვის დროს ხაშურის რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციული შენობის მესამე სართულიდან მეორე სართულზე ჩამოსვლისას, კიბის მოაჯირიდან (?!) გადმოვარდა და სხეულის მრავლობითი დაზიანების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა. საქმესთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება.

არადა, მასმედიაში გავრცელებული ფოტოებიდან დაღუპულს აშკარად ეტყობა სასტიკი ცემის კვალი, ეს კი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ვერსიას სერიოზულ ეჭვქვეშ აყენებს.

ხელისუფლება, უკვე მრავალი წელია, იმით ტრაბახობს, რომ წარსულს ჩაბარდა  დრო, როდესაც პატიმრები პოლიციის შენობიდან ცვიოდნენ და ამას თავის უმთავრეს დამსახურებად მიიწერს. ასე იყო გუშინაც, 28 თებერვალს, როდესაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას კიდევ ერთხელ სიამაყით განაცხადა, რომ ახლა პატიმრები აღარ ვარდებიან შსს-ს ფანჯრებიდან. სწორედ ამ დროს, სოციალურ ქსელებში  დაღუპული სოლომონ ქიმერიძის შემზარავი კადრები ვრცელდებოდა, შსს-ს პრესსამსახური კი ოფიციალურად აცხადებდა, რომ ბრალდებული პოლიციის შენობის კიბიდან გადმოვარდა.

ნებისმიერ ქვეყანაში, რომელსაც  რაღაც პრეტენზია გააჩნია დემოკრატიულობაზე, ასეთ საეჭვო ვითარებაში პატიმრის დაღუპვას მყისიერად მოჰყვებოდა შესაბამისი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხის დასმა. კოალიცია „ქართული ოცნება“ კატეგორიულად ითხოვს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან, ჩატარდეს დამოუკიდებელი ექსპერტიზა, ბოლომდე იქნეს გამოძიებული ეს საქმე და პასუხისგებაში მიეცეს ყველა დამნაშავე პირი. გამოძიების დასრულებამდე კი, ხაშურის პოლიციის რაიონის სამმართველოს უფროსი გადაყენებულ იქნეს დაკავებული თანამდებობიდან“,-ნათქვამია განცხადებაში.

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...