Jump to content
Planeta.Ge

argumenti.ge ჯონდი ბაღათურია რომელსაც ”კუში” ფსონებში არ ჰქონდა და პრეზიდენტი გააბრაზა


Recommended Posts

http://www.argumenti.ge/wp-content/uploads/2012/02/7162misha3-150x150.jpgსაქართველოს პრეზიდენტი  ყოველწლიური ანგარიშით ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში წარსდგა. ბუნებრივია, მოსახლეობის ინტერესი , მოლოდინებისაგან განსხვავებით, დიდი იყო. თუმცა  ქვეყნის პირველი პირის გამოსვლა პარლამენტში რიგით მე-11,  დეპუტატთა წარმოდგენილი შემადგენლობის წინაშე მოდერნიზებულ  საკანონმდებლო ორგანოში გადასვლამდე, ბოლო იყო. პრეზიდენტის გამოსვლისა და შემდგომ ჩანიშნული დებატების ყურება მოსახლეობის თითქმის  ყველა ნაწილმა შეძლო -ტელეკომპანიების ”რუსთავი2”, ”იმედის” და საზოგადოებრივი მაუწყებლის (აქ უნდა აღინიშნოს – სრული ტრანსლირებით) საშუალებით. ასევე სოციალურ ქსელ facebook-ზე თავად პრეზიდენტის  გვერდის მეშვეობით.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრეზიდენტის პარლამენტში ანგარიშით გამოსვლამდე სოციალურ ქსელ facebook-ით გავრცელდა  გამოსვლის ფსონები 12-ჯერ და მეტჯერ შეაწყვეტინებენ ტაშით – 1.4, 12 და ნაკლები-2.2, 5-ჯერ და მეტჯერ წამოუდგება უმრავლესობა-1.3, 5 და ნაკლები-2.2, სიტყვა გაგრძელდება 20 წუთი-9.0,  სიტყვა გაგრძელდება 60 წუთი-1.7, სიტყვა გაგრძელდება 90 წუთი-1.3

ეტყვის თუ არა ჩახვაძე კორუმპირებულებზე-კი 9.0, ეტყვის თუ არა ჩახვაძე კორიმპირებულებზე – არა 1.05 და ა.შ.

ფსონების შესახებ კიდევ ვისაუბრებთ, თუმცა აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ facebook ”ბუკმეკერების” მიერ დაფიქსირებულ მეტობას ძალიან დაბალი ”კუშები” ჰქონდა…  ცოტა პურსა და ჭარბ სანახაობას მიჩვეული  ქართული საზოგადოებისათვის ეფექტური იყო უწყვეტი ტაშის ფონზე საპრეზიდენტო ვარდების თაიგულის  ქალბატონი ჩიორასათვის გადაცემა.

ქვეყნის ლეგიტიმურად არჩეული პრეზიდენტის, თავად ხაზგასმით აღნიშნა, ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდლის სფიჩის დიდი ნაწილი გამომსვლელისათვის მოულოდნელად მშვიდ ტონალობასა და ასევე მოულოდნელად სუფთა ვორდინგით  მიმდინარეობდა, პოზა – ჰუმანისტის, უფროსი ძმის, მთლიანობაში კი დარჩა შთაბეჭდილება  – იდეალისტ-მეოცნებისა.

რა გაიგო მნიშვნელოვანი და ახალი საზოგადოებამ?

რამდენიმე ახალი ინიციატივის გარდა, გავიგეთ, რომ ვარდების რევოლუციამ მიზანს მიაღწია – კლანური დიქტატურა დაამარცხა და რევოლუციონერებმა შესძლეს ”იმედის სხივებით გაენათებინათ უპერსპექტივობა და დღეს, ისე, როგორც არასდროს,  ყინული დაიძრა, ნავსი ტყდება, დგება მომენტი დიდხანს ნანატრი შესაძლებლობებისა”.

გავიგეთ, რომ მივიპყარით მსოფლიოს ყურადღება, როგორც პლანეტის საუკეთესო ქვეყანამ ბიზნესის კეთების თვალსაზრისით, მაგრამ ამიერიდან ჩვენი ქვეყნის წინსვლა თითოეული ოჯახის წინსვლად უნდა იქცეს, რომ ეკონომიკა არის არამხოლოდ ციფრები… ქვეყნის 2015 წლამდე , შარშან გაჟღერებული მოდერნიზაციის სამოქმედო გეგმის პარალელურად, მთავრობის ყოველდღიური ძალისხმევა მიმართული იქნება 5 პუნქტიანი სამოქმედო გეგმის  უსწრაფესად განხორციელებისაკენ. რადგან, როგორც ქვეყნის წინამძღოლმა განაცხადა, საკუთარ მოღვაწეობას ექსელის ფაილებში ჩაწერილი  ციფრებით ვერ შეაფასებს! მართალია, რამდენიმე თვის წინ, უფრო ზუსტად – გასული წლის ოქტომბრის თვეში მთავრობამ ქვეყნის განვითარების 10 პუნქტიანი გეგმა წარმოადგინა, მაგრამ 5 – მდე  შეკვეცილი, ამ 5 დან კი მხოლოდ 3 პრიორიტეტის  გაშლა ესოდენ მაღალი ტრიბუნიდან, თან წინასაარჩევნოდ, უწმინდესის რჩევების გათვალისწინებით უახლოეს კვირებში, თვეებში იმპლიმენტირდება!

პროფორიენტაცია – 20 ქალაქში 20 ათასის დასაქმება! გაიხსნება 5 ახალი პროფესიული კოლეჯი – 1000 ლარიანი საგანმანათლებლო ვაუჩერებით! ზაფხულში – 25 თასი სტუდენტის დასაქმება! 2015 წ. ბავშვების 90 % – პერსონალური კომპიუტერი!

”რადგან სოფელი სული და გულია”, აუცილებელია: წარმატებულ ფერმერთა წრის გაფართოვება – დამუშავებული და მორწყული მიწა! მექანიზაციის 12 ახალი ცენტრი და ყველაზე მთავარი – ”უახლოესი 3 კვირის განმავლობაში , 1ივნისამდე – 503 ტრაქტორი, გუთნები, კომბაინები  და მოსავლიანობის ცენტრები!  100 $ იანი საპენსიო პაკეტით – სექტემბრიდან ყველა პენსიონერი იქნება დაზღვეული და მათ გეგმიური ოპერაციები ჩაუტარდებათ.

შობადობის სტიმულირებისათვის  მომავალი წლიდან – ყოველ მესამე ბავშვზე – 1000, ხოლო შემდეგზე 2 000 ლარი! მრავალშვილიანი ოჯახების ბავშვებს 18 წლამდე – დაზღვევა!

მართალია, პრეზიდენტს არ უსაუბრია ქვეყანაში დევნილების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  და საშუალო ასაკის ადამიანების, რომ არაფერი ვთქვათ პატიმრების შესახებ, მაგრამ ეს ადამიანები იმ ბედნიერი  მთლიანობის განუყოფელი ნაწილი არიან, რომელთაც საყოველთაო ოპტიმიზმი გუშინვე უნდა გაეზიარებინათ. მართალია, პრეზიდენტის პრიორიტეტების ორბიტაში კულტურის და მეცნიერების ადგილი არ მოიძებნა,მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ პირველად იყო სიტყვა, და რადგან სიტყვას დღესაც დიდი ძალა აქვს, არ გვაქვს საფუძველი, რომ არ დავიჯეროთ საყოველთაო თანასწორობისა და  ძმობისა -  ჯერ სიღატაკეს დავამარცხებთ და მერე – მაღალი მატერიები…

”ნუ გეშინიათ, გქონდეთ ხვალინდელი დღის იმედი! ”  – დაგვამშვიდა პრეზიდენტმა, რადგან ”ჩვენ შევქმენით დემოკრატიის წარმატებული მოდელი, ნატოსა და ევროკავშირში ცოტა გვიან შევალთ, მაგრამ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია, რადგან ”ობამამ სააკაშვილს  სულ ერთი თვის წინ განუცხადა, რომ საქართველო სანიმუშო მაგალითია რეფორმების მიხედვით მთელს რეგიონში”, რადგან ჩვენ ვართ კავკასიის ლოკომოტივი, მისი ფანჯარა ევროპაში, რადგან ჩვენს ქვეყანაში პლურალიზმია და იდეათა ჭიდილი, რადგან ქვეყანაში ახალი ჰესები, ტრასები, ქალაქები, ეკონომიკური ზონები შენდება და რუსეთთან სავიზო რეჟიმსაც ცალმხრივად ვაუქმებთ…. თან 15 წლის ხულიგნებს კვლავაც დავსჯით, არასასიამოვნო ”ცილისმწამებელს” კი სასწრაფოდ მანდატურებს გავაყოლებთ……

გავიგეთ, ეს უკვე აკო მინაშვილისაგან! -რომ ”დაბალანსების, სისუსტის პოლიტიკა წარსულს ჩაბარდა, რომ წარმატების ფორმულა არის არა აგრესიული რიტორიკა, არამედ ინოვაციები, გულწრფელობა და ახალი საქართველოს მენტალობა და რომ ჩვენ შვილებს ოცნება არ სჭირდებათ!”  რასაკვირველია, მასების გონებრივი შესაძლებლობების  გათვალისწინებით, ილუმინატების მიერ ჩამოწოდებული ოცნებების გაზიარება ერთადერთია, რაც შეუძლია წლობით იძულებით მკაცრ მარხვაზე მყოფ და  რამდენიმეჯერ კულტურულად აღშფოთებულ მილიონს, რომელსაცკვლავ აქვს დაკვეთა, მოთხოვნა -  გმირზე. ეს გმირი ჯონდი ბაღათურია აღმოჩნდა, რომელსაც ”კუში” საერთოდ არ ჰქონდა ფესიბუქ ფსონებში.

ნინა ფირცხალავა

argumenti.ge

 

argumenti.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...