planetanews Posted February 29, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 29, 2012 http://www.argumenti.ge/wp-content/uploads/2012/02/amagl-150x150.jpgამ საზოგადოების მთავარი ღირებულება ადამიანია, რომელზეც მეტი ღირებულება ღმერთსაც არ შეუქმნია. საქართველოში მთავარი ღირებულება უნდა დავაბრუნოთ!~ _ განაცხადა პოეტმა და თავის დროზე ბიძინა ივანიშვილის მრჩეველთა საბჭოს წევრმა რატი ამაღლობელმა საზოგადოებრივი მოძრაობა `ქართული ოცნების” პრეზენტაციაზე, თუმცა ამ ღირებულების დაბრუნება და `საზოგადოებრივი აზრის კონსოლიდაცია~ ახლადშექმნილ გაერთიანებას, როგორც ჩანს, მის გარეშე მოუწევს. ყოველ შემთხვევაში, რატი ამაღლობელი `ქართული ოცნების~ ფარგლებში აღარ აქტიურობს… ისიც თვალშისაცემია, რომ `ქართულ სიტყვასთან~ ექსკლუზიურ ინტერვიუში რატი პოეზიაზე უფრო ლაღად ლაპარაკობს, ვიდრე _ პოლიტიკაზე._ რატი, ხმა დადის, რომ `ქართული ოცნება~ დატოვე. ბოლო ხანს, მართლაც, აღარ ჩანხარ. ივანიშვილის პარტიის საინიციატივო ჯგუფიც უშენოდ შეიქმნა. რაშია საქმე?_ ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი მიდის _ ქართული სახელმწიფოსა და პოლიტიკური ცხოვრებისთვის საინიციატივო ჯგუფის ჩამოყალიბება და ის ღირებულებები, რომელსაც ეს კოალიცია შემოიტანს, მნიშვნელოვანია…. რაც შემეხება მე, ჩემს თავზე საუბარი არ მიყვარს…_ მოგიწევს…_ პოლიტიკური პარტია და პოლიტიკა პოლიტიკოსების, პროფესიონალებისა და კვალიფიციური ადამიანების საქმეა _ ვისაც თავი პოლიტიკაში, კონკრეტულად რომელიმე პარტიაში წარმოუდგენია. ჩემი საქმიანობა კი, ჩემი საქმიანობა. მე პოლიტიკოსი არ ვარ!_ და რა ჰქვია შენს საქმიანობას? `ქართული ოცნების~ არც ერთ თემატურ ჯგუფში არ ხარ?_ არა._ ესე იგი, დარჩი `ქართული ოცნების~ მიღმა?_ რას ნიშნავს, მიღმა? რა თქმა უნდა, ამ მოძრაობასთან, კოალიციასა და ღირებულებებთან ვარ._ შენი აზრით, ივანიშვილის გუნდს აქვს გამარჯვების შანსი, ანუ არჩევნებში მიაღწევს უპირობო გამარჯვებას, თუ როგორც ამბობენ, მეორე ადგილს დასჯერდება?_ როგორ გაგცეთ პასუხი, არ ვიცი. ნათელმხილველი არ ვარ, რომ რამე ვიწინასწარმეტყველო. შედეგი ერთპარტიული `ნაცმოძრაობის~ რეჟიმის დასრულება უნდა იყოს… მსურს, ისეთი შედეგი დადგეს, რომ ნაცრისფერი, ერთსახოვანი `ნაცმოძრაობის~ დიქტატი და პოლიტიკა დასრულდეს._ რატი, ბასა სადღაა, ჯანიკაშვილი?_ ეს ბასას ჰკითხეთ…_ ამბობენ, ისიც აღარ არისო `ქართულ ოცნებაში~…_ არა, არ მგონია… მეც და ბასასაც ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს `ქართულ ოცნებასთან~._ იქნებ, უფრო გასაგებად მითხრა, რას მოიცავს თქვენი თანამშრომლობა, კონკრეტულად, რომელ სფეროს და რა ფუნქცია გაქვთ ივანიშვილის გუნდში?_ ძალზე ბევრი ფუნქციაა და ნახავთ მომავალში._ ივანიშვილმა ბრძანა, ოქტომბრამდე ერის ერთ მუშტად შეკვრას შევძლებო. ამას როგორ მოახერხებს?_ რიტორიკული შეკითხვაა, მე კი, კონკრეტული შეკითხვები მიყვარს. ალბათ, შეძლებს, თუ ქართული საზოგადოება მოინდომებს და საკუთარი ღირებულებების გარშემო დაირაზმება. ეს საზოგადოებაზეა დამოკიდებული._ მეც მიყვარს კონკრეტული პასუხები, მაგრამ… დავით გამყრელიძის თქმით, კოალიცია ეკლექტური გაერთიანებაა და მომავალი არ აქვს. ამაზე რას იტყვი?_ ყველანაირი დელიკატურობის დაცვით გეტყვით, რომ ბატონი გამყრელიძე ყოველთვის მაოგნებს. ვსაუბრობ, როგორც პოლიტიკოსზე, არაფერი – პირადული. ყოველთვის მაოგნებს მისი განცხადებები, ნაბიჯები და ქმედებები. მას შეუძლია, გაგვაოგნოს სრული პოლიტიკური არაადეკვატურობით._ ბიძინა ივანიშვილის გუნდის წარმომადგენლებს სააკაშვილმა `შავბნელი ძალები და მუმიები~ უწოდა. შენ თუ მოგწონ ეს სახეები?_ სააკაშვილს საკუთარი პროექცია აქვს _ სხვაგან საკუთარ სამყაროს, საკუთარ პრობლემებს ხედავს. მისგან განსხვავებით, ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი გუნდი შედგა. მაქვს ბატონი ბიძინას გამოცდილების, ორგანიზებულობისა და გრძელვადიანი სტრატეგიული ხედვის იმედი იმიტომ, რომ ვგრძნობ, ვიცი, თუ როგორ შეუძლია, გრძელვადიან პერსპექტივაში დაინახოს არა მარტო თავისი პოლიტიკური გუნდის, არამედ, მთლიანად ქართული სახელმწიფოს მომავალი. ვფიქრობ, საკმაოდ დინამიური პოლიტიკოსია. ჩემი ქება ნამდვილად არ სჭირდება, მაგრამ რა გეგმითაც ის მიდის, ძალიან სწორი, გამართული, ჯანმრთელი პოზიციონირებაა იმ კონტექსტსა და იმ რეალობაში, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით._ მეუბნები, არ ვარ პოლიტიკაშიო, მაგრამ ერთ ინტერვიუში განაცხადე, რაც პოლიტიკაში წავედი, კალამი გვერდზე გადავდეო…_ არ მგონია, ასეთი რამ მეთქვას. პოლიტიკაში არ წავსულვარ._ ისე, რა საერთო აქვთ პოლიტიკასა და პოეზიას?_ ჩვენი ცხოვრება, თავიდან ბოლომდე, პოლიტიკაა _ თუ როგორ ურთიერთობს ადამიანი მეგობრებთან, როგორ აღიქვამს გარემოს, მეზობლებს, ოჯახს, როგორ იქცევა სამსახურში, რა შეხედულებები აქვს ლიტერატურაზე, მუსიკაზე, ადამიანებზე… ყველაფერი ეს პოლიტიკაა, ამ ქმედებებსა და ხედვებში შეიძლება, გამოჩნდეს, ადამიანი მემარჯვენეა, მემარცხენე და, საერთო, რა ღირებულებები აქვს… ერთია, როცა აკეთებ, ასე ვთქვათ, ქმნი პოლიტიკას კონკრეტულად პარლამენტში, მთავრობაში, ან სადმე სხვაგან. მეორეა, როცა ასეთი ტიპის ხედვები, პოზიციები, ღირებულებები გაგაჩნია. აბსოლუტურად ვეთანხმები ძველ გამონათქვამს, რომ ადამიანი პოლიტიკური არსებაა თავიდან ბოლომდე და არ მეგულება პოეტი, ვისაც ეს პასუხისმგებლობა არ უგრძვნია, დაწყებული ჰომეროსიდან, დამთავრებული _ იოსებ ბროცკით. შეუძლებელია, ადამიანს არ აღელვებდეს სამოქალაქო ღირებულებები, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის თემა, სოციალური უფლებები, ან _ სხვა ადამიანებთან თანაცხოვრება და, საერთოდ, ადამიანების ბედი. ეს ყველაფერი, ბუნებრივია, პოლიტიკას გულისხმობს, მაგრამ ერთია, როცა შენ ხდები კონკრეტულად პოლიტიკოსი, მეორეა, როცა ხარ ჩართული პოლიტიკაში. თითეული ჩვენგანი ჩართულია მასში, ზოგი _ როგორც ამომრჩეველი, ზოგი _ როგორც ასარჩევი, ზოგი _ ღირებულებების მქონე და ა.შ._ ეს მესმის, მაგრამ შემოქმედთა პოლიტიკაში ჩართულობა ხალხს მაინცდამაინც არ მოსწონს…_ ვფიქრობ, ამის უფლება და სამოქალაქო პოზიცია ნებისმიერი პროფესიის ადამიანს უნდა ჰქონდეს. სწორედ ამ პოზიციის უქონლობაა სრული უპასუხისმგებლობა და ხშირად _ არაკვალიფიციურობაც._ ამბობენ, პოეზია თამაშიაო… პოლიტიკა კი, ალბათ, _ საშიში თამაში…_ გააჩნია, როგორ შევხედავთ. თამაშის გარეშე ბევრი რამ რთულია. თამაში არაა ცუდი, ის შეიძლება იყოს ერთგვარი ფორმა, ერთ-ერთი ელემენტი და არა _ უმთავრესი, ერთადერთი. ვფიქრობ, პოლიტიკაც, სინამდვილეში, ძალიან მარტივია. უბრალოდ, ეს სიმარტივე გვავიწყდება. პოლიტიკა საკუთარ გარემოზე, იმ სამყაროზე ზრუნვაა, რომელშიც შენ არსებობ, ამ სამყაროს მოწესრიგება, დახვეწა და განვითარება, მაგრამ ეს ხშირად ავიწყდებათ ადამიანებს._ რატი, რას იტყვი თანამედროვე ქართულ პოეზიაზე, რა მდგომარეობაშია?_ ბევრი კარგი პოეტია საქართველოში, ძალიან საინტერესო პოეტი. ყოველთვის თვალყურს ვადევნებ ლიტერატურულ პროცესს, განსაკუთრებით, _ პოეზიას, მყვანან ჩემი ფავორიტი ახალგაზრდა შემოქმედები. ძალიან მომწონს და მიყვარს დიანა ამფიმიადის, ზვიად რატიანის, გაგა ნახუცრიშვილის, პაატა შამუგიას პოეზია. მათ ყოველთვის აქვთ რაღაც ახალი სათქმელი._ თუმცა, საზოგადოება ახალ სახეებს ნაკლებად იცნობს. რატომ?_ პოეტებს, ძირითადად, გარდაცვალების მერე იცნობენ ხოლმე, ყოველთვის ასე იყო. თუ ადამიანს კითხვის სურვილი არ აქვს ადამიანს, მან შეიძლება, თქვას, რომ ახალი არაფერი იწერება, მაგრამ თუ კითხვა უყვარს, ყოველთვის მოძებნის საინტერესო წიგნს, ან ტექსტს._ ზოგიერთი თანამედროვე პოეტი თუ პროზაიკოსი ეპატაჟს, სკაბრეზულ გამონათქვამებსა თუ სიუჟეტებს მიმართავს. შენი აზრით, ეს საზოგადოების დაკვეთაა, ავტორთა თვითმიზანი თუ რაღაც სხვა?.._ არ ვიცი, გააჩნია… ყველაფრის დემითოლოგიზაცია ხდება. მაინც, მგონია, რომ პოეტი მიმზიდველი უნდა იყოს მუზებისთვის და არა _ ფართო მასებისთვის._ ასეთი პოეტები დიდხანს დარჩებიან მკითხველის მეხსიერებაში, ან შეიცნობენ მათ, თუნდაც გარდაცვალების შემდეგ?_ არა… იმპულსით ინიცირებული ტექსტები, რომლებიც ჩვენი ყურადღების მიპყრობაზეა ორიენტირებული, მალფუჭებადია, თუმცა გასაგებია, რომ ჩვენს დაუნდობელ ეპოქაში პოეტები, მწერლები, ხელოვანი ადამიანები ცდილობენ, მკითხველი ლიტერატურისკენ, ასე ვთქვათ, შოკისმომგვრელი ელემენტებით მოაბრუნონ. ამ გზის, პრინციპისა და `თერაპიის~ მომხრე, ბუნებრივია, არ ვარ._ ამ `თერაპიამ~ ფეხი, სხვათა შორის, სცენაზეც მოიკიდა. მაგალითისთვის რუსთაველის თეატრის სცენაზე დადგმულ ინგლისელების და ქართველების ერთობლივი სპექტაკლი _ `შემეხეც~ გამოდგება, სადაც, მართლაც, შოკისმომგვრელი უხამსი სცენებია, ანუ დავკარგეთ გემოვნება, თუ ყველაფერში სკანდალურობისაკენ ტენდენცია გვაქვს?_ როცა საზოგადოება უხეშდება, ასე მგონია, ლიტარატურისადმი მგრძნობელობას კარგავს, ანუ მის შეგრძნებებზე, ასე ვთქვათ, აგრესიული მოქმედება ხორციელდება…. ასეთ დროს, ძნელია, დარჩე იმის ერთგული, რაც მოგწონს და ის აკეთო, რასაც საჭიროდ თვლი. შეიძლება, ის მაინცდამაინც ხმაურიანი, სკანდალური და აფექტური არ იყოს, მაგრამ არსებობის უფლება ყველანაირ ხელოვნებას აქვს. ვფიქრობ, ხელოვნება მხოლოდ მორალისტური კუთხით არ უნდა შევაფასოთ. კარგი ხელოვნება ყოველთვის რაღაცა ტიპის სკანდალს იწვევს…_ რატი, როგორ ფიქრობ, სექსუალური ვნებები ხელს უწყობს პოლიტიკოსს, ან შემოქმედს, ანუ შეიძლება, რომ სექსუალურად დაუკმაყოფილებელი ადამიანი უკონტროლო იყოს?_ სექსი და პოლიტიკა _ ეს თემა ძალიან საინტერესო და ძველისძველია რომის იმპერიიდან მოყოლებული. ის ღრმა და საინტერესო ანალიზს საჭიროებს და ახლა, ამ კონკრეტულ ვითარებაში ძალიან გამიჭირდება ამაზე ლაპარაკი. მთავარია, რომ პოლიტიკა და ხელისუფლება არ უნდა ცვლიდეს ადამიანების ცხოვრების წესს, ის უნდა აძლევდეს ადამიანს არსებობისა და განვითარების საშუალებას და არ უნდა ჰქონდეს პრეტენზია, რომ ის, თუნდაც კარგისკენ შეცვალოს. ეს ხელისუფლების ფუნქცია არაა. ადამიანს უნდა ჰქონდეს საშუალება, საკუთარი თავი თავად ისე შეცვალოს, როგორადაც წარმოუდგენია. ვინც ამას ცდილობდა, ის დამარცხდა ამ ბრძოლაში. მეორეს მხრივ, ვფიქრობ, პოლიტიკა მორალისტობის პედესტალიდან საუბრის ადგილი არაა. ეს არის სერვისი, ადამიანებზე ზრუნვის და მათთვის საუკეთესო პირობების შექმნის სივრცე და არა _ მორალისტობა. ამიტომ, კულტუროლოგებს, ფსიქოლოგებს, კრიტიკოსებსა და სხვა ტიპის ექსპერტებს მივანდოთ ეს საკითხი _ ადამიანი, პოლიტიკოსი, სექსუალობა და ა.შ. და არა _ პოლიტიკოსებს. პოლიტიკოსებმა ილაპარაკონ პოლიტიკაზე, ეკონომიკაზე, განვითარებაზე და ა.შ._ რატი, პოეტისა და პოეზიის დანიშნულებაზე რას იტყვი _ რატომ აღარაა პოეტი ერის მესაყვირე, წინამძღოლი და რატომ აღარ უსმენენ?_ ვფიქრობ, პოეტს ბევრი არ უნდა მოვთხოვოთ. ამ ეპოქაში რომ შეუძლია, პოეტი იყოს, ეს უკვე გმირობის ტოლფასია, ანუ ადამიანმა შეძლოს, თავისი პროფესიის ერთგული დარჩეს იმ პირობებში, რომელშიც არის. ადამიანებს ბევრი კი არა, იმდენი უნდა მოვთხოვოთ, რამდენიც შეუძლიათ. ამიტომ, არ მაქვს პათეტიკური მიდგომა, რომ ჩვენ ვეძებოთ ილია ჭავჭავაძე რომელიმე ქართველ მწერალში. ილია საქართველოს ერთგვარი კოლექტიური `მე~, კოლექტიური სულია. მნიშვნელოვანია, ის მაინც დავინახოთ აწმყოში, რაც ადრე იყო და გავითვალისწინოთ. ვფიქრობ, თვითონ პოეტური ხედვისა და აზროვნების უნარის შენარჩუნება თითეული ადამიანისა და პოეტის მხრიდან, უკვე დიდი საქმეა._ რატი, როგორ ფიქრობ, დღევანდელი ხელისუფლება ნაკითხია?_ არ ვთხოვ ადამიანებს, რომ იყვნენ, ასე ვთქვათ, პერფექციონისტურად განათლებულნი, მაგრამ რაღაც ტიპის განათლება აუცილებელია, რათა ჩაიბარო სხვა ადამიანების ბედი, რაღაცა ტიპის კვალიფიკაცია აუცილებელია. არ ვთხოვ ადამიანებს ენციკლოპედიურ სიზუსტეს განათლებაში, არამედ, _ საკუთარი საქმის კვალიფიციურობას და პროფესიულ ეთიკას.ვფიქრობ, პოლიტიკოსებმა დღეში ერთი საათი რომ გამოყონ ლიტერატურისთვის, არაფერი დააკლდებათ. განათლების პრობლემას, ბუნებრივია, ვხედავ, ზოგადად, ხელისუფლებაში და საზოგადოებაშიც. ეკონომიკური გაჭირვება, სამოქალაქო ომები, სხვა ომები _ ასეთია ჩვენი უახლოესი წარსული, რის გამოც ადამიანებს თვითგანვითარების საშუალება არ მიეცათ. ძნელია, ასეთ საზოგადოებას მოსთხოვო პასუხი. ადამიანებს, რომლებიც თვითგადარჩენით იყვნენ დაკავებულნი, ძნელია, მოსთხოვო, რატომ არ ხარ კონკურენტუნარიანი ევროპულ ქვეყნებთან განათლებითა და კვალიფიკაციითო. ქართველ ინტელექტუალებს ეს ხშირად ავიწყდებათ და საკუთარი განათლებით `მატრაკვეცობენ~ საქართველოს დანარჩენი მოსახლეობის ფონზე, რომელსაც არ მისცემია განათლებისთვის დრო და საშუალება _ ხშირად იყო დაკავებული მხოლოდ გამოკვებით და გადარჩენით. ამიტომ, არ მიყვარს ინტელექტუალური `მატრაკვეცობა~ _ როდესაც საკუთარი თავის გამოჩენა ხდება დანარჩენი საზოგადოების ხარჯზე. როდესაც სახელმწიფო საკუთარ საზოგადოებას მიცემს საშუალებას, მიიღოს სრულფასოვანი განათლება, რომელიც იქნება კონკურენტუნარიანი მსოფლიო საგანმანათლებლო ბაზარზე და ამ პირობებში მაინც ვერაფერს შევძლებთ, მერე, შეგვიძლია ვილაპარაკოთ საზოგადოების გაუნათლებლობაზე. ჩვენ შევქმნათ ეს შანსი და შესაძლებლობა, რაც ამ ხელისუფლებას ნამდვილად არ შეუქმნია… ხელისუფლება ნამდვილად არაა ორიენტირებული განათლებაზე. ხელისუფლებას, რომელსაც არ აქვს იმის ხედვა, რომ განათლება მთავარი კაპიტალი, საყრდენია და მხოლოდ განათლებული საზოგადოების ხელში შეიძლება განვითარდეს ქვეყანა, აკლია განათლებაც და ნიჭიერებაც. თუ გავითვალისწინებთ, რა იხარჯება განათლებაზე და რა _ შეიარაღებაზე, პასუხი ნათელი იქნება._ ერთ-ერთ ლექსში ამბობ, ღმერთო, მაპატიე აპათიაო… რა დროს ვარდება რატი ამაღლობელი აპათიაში?_ როცა ვაწყდები ადამიანების არაადეკვატურობას. ამას უნდა ებრძოლოს ადამიანი, რომ არ ჩავარდეს აპათიაში (იცინის)._ ოცნება გიყვარს, რაზე ოცნებობ?_ რა ვიცი, რაღაცებზე ვოცნებობ. თუ ადამიანები ბედნიერები იქნებიან, ნაკლებ პრობლემებს შეგვიქმნიან. ამიტომ, ვფიქრობ და ვოცნებობ ბედნიერ საზოგადოებაზე. როდესაც ბედნიერი, ჯანმრთელი და სრულფასოვანია ადამიანის ცხოვრება, მაშინ ნაკლებ პრობლემებს უქმნის სხვებსაც და საკუთარ თავსაც._ კონკრეტული ოცნება არ გაქვს?_ კონკრეტული? ეგ დაფარულია (იცინის)_ რატი, ასეა თუ ისე, შემექმნა შთაბეჭდილება, რომ მართალია, მხარს უჭერ ივანიშვილის ხედვებსა და პრინციპებს, მაგრამ აღარ ხარ `ქართული ოცნების~ წევრი. საუბრის ბოლოს მაინც გამიმხილე, რა მოხდა?_ (იცინის) ეს თქვენი დასკვნაა… ჩვენ ვთანამშრომლობთ…ესაუბრა ნანა ფიცხელაურიგაზეთი `ქართული სიტყვა~სტატია ქვეყნდება “ქართული სიტყვის” და ინტერნეტგამოცემა “არგუმენტი.გე”–ს თანამშრომლობის ფარგლებში argumenti.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts