Jump to content
Planeta.Ge

argumenti.ge `ყაზტრანსგაზი~ გვატყუებს! ანუ რატომ მისდით აბონენტებს გაზის გაორმაგებული გადასახადი


Recommended Posts

http://www.argumenti.ge/wp-content/uploads/2012/02/gazi-150x150.jpgწლევანდელმა ცივმა ზამთარმა ყველაზე დიდი ზიანი ისევ მოსახლეობას მიაყენა _ ისედაც ძვირი კომუნალური გადასახადები უარესად გაიზარდა. მართალია, `ხალხზე მზრუნველი~ პრეზდენტის ინიციატივით, ხალხს ელექტროენერგიის 20-ლარიანი ვაუჩერები დაურიგდება, მაგრამ პატივცემულ მიხეილ სააკაშვილს, როგორც ჩანს, დაავიწყდა, რომ თბილისსა და საქართველოს სხვა დიდ ქალაქებში მოსახლეობის ძირითადად გაზით თბება, რომელზეც შეღავათები არ ვრცელდება. გაზე შეღავათს ვინ ჩივის, როცა სხვადასხავა დასახლებაში გაზის 51-თეთრიანი ტარიფიც ცვალებადია… `ქართულ სიტყვა~, თბილისელების მონათხრობზე დაყრდნობით, `ყასტრანგაზის~ მაქინაციებზე გიამბობთ.

ნონა, 64 წლის: `_ გაზი, მართლაც, მხუთავ აირად გვექცა _ `ყაზტრანსგაზიდან~ იმდენი გადასახადი მომდის, რომ ვიხრჩობი. შარშან, ზაფხულში, გაზის მრიცხველი გამიფუჭდა, შემიცვალეს დამ ას შემდეგ გაორმაგებული გადასახადი მომდის. მეუბნებიან, თუ თუ რამეში ეჭვი გეპარება, მრიცხველი ლაბორატორიაში წაიღე, მაგრამ ამას ცალკე ფული უნდა. ახალი მრიცხველიც ჩემი ხარჯებით უნდა ვიყიდო. პენსიონერი ვარ და ამდენი ფული სად მაქვს? `გაზის ფულის~ გადახდა რამდენიმე დღით დამიგვიანდა და, გაუსაძლის ყინვაში, გაზი გამომირთეს… ჯერ არაადამიანურად მოგექცევიან და მერე, გულის მოსალბობად, ვითომ მართლა აწუხებთ ხალხის ბედი, 20-ლარიან ვაუჩერს გადმოგიგდებენ!..~

გიორგი, 20 წლის, სტუდენტი: `_ ახალი წლისთვის, თითქმის მთელი თვე, რაიონში ვიყავი, მაგრამ გაზის ზუსტად იმდენი გადასახადი მომივიდა, რაც წინ თვეში მქონდა. გასდის და `ყაზტრანსგაზიც~ ფულს `გვაწერს, რა?!~

იმას, რომ `ყაზტრანსგაზი~ თბილისელებს ფულს `აწერს~, კიდევ ერთი ფაქტიც მოწმობს: მარტოხელა მოხუცის სახელზე, რომელიც ორი თვის წინ გარდაიცვალა, გაზის 9-ლარიანი გადასახადი მივიდა. არადა, სახლი ორი თვეა, დაკეტილია(?!).

`ყაზტრანსგაზის~ მაქინაციაზე ექსპერტები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც ლაპარაკობენ. ერთ-ერთი ვერსიით, `ყაზტრანსგაზის~ მაქინაციის მთავარი სქემა ასეთია: ბუნებრივ აირში დიდი რაოდენობით ჰაერს უშვებს, რაც გაზის თვითღირებულებას ამცირებს, მრიცხველებზე კი, ციფრებს ზრდის.

`ყასტრანსგაზის~ რამდენიმე თანამშრომელმა ზემოხსენებულ პრობლემაზე `ქართულ სიტყვასთან~ საუბარს თავი არაკომპეტენტურობის საბაბით აარიდა. კომპანიის ცხელი ხაზის ოპერატორმა კი, `ქვითარში ცდომილება~ ტექნიკური პრობლემებით ახსნა…

მაკა დეკანოსიძე

გაზეთი `ქართული სიტყვა~

სტატია ქვეყნდება “ქართული სიტყვის” და ინტერნეტგამოცემა “არგუმენტი.გე”–ს თანამშრომლობის ფარგლებში

 

argumenti.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...