planetanews Posted February 29, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 29, 2012 http://rustavi2.com/news_photos/02_12/60125.jpg პარლამენტში პრეზიდენტ სააკაშვილის გამოსვლას პარლამენტში 4-საათიანი დებატები მოყვა. პოლიტიკური კამათი ქრისტიან-დემოკრატებისა და საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ გახსნა. სოფლის მეურნეობა, საგადასახადო სისტემას, ჯანდაცვა და ზოგადად, პოლიტიკური პროცესები უმცირესობის ლიდერის კრიტიკის მთავარი ობიექტი გახდა.`საქართველოს და ჩვენს დასავლელ მოკავშირეებს სჭირდებათ ნათელი პასუხი კითხვაზე - რას აპირებს სააკაშვილი - ბოლომდე უერთგულოს მთელს მსოფლიოში მის მიერვე კულტივირებულ იდეას აღმოსავლეთსა და პოსტსაბჭოთა სივრცეში საქართველოსა და მისი განსაკუთრებული დემოკრატიული ლიდერის შესახებ, თუ გაჰყვეს უკვე გატკეპნილ გზას ძალაუფლების შენარჩუნებისა,`- განაცხადა თარგამაძემ.`ძალიან მარტივი რეცეპტი არის ჩანაცვლების საქართველოს ხელისუფლების - დამტკიცეთ, რომ გაქვთ ძალიან მაგარი პროგრამა, დაამტკიცეთ, რომ ხართ მოწოდების სიმაღლეზე რომ ეს პროგრამა განახორციელოთ, მიიღეთ ხალხის მხარდაჭერა და დაგვამარცხეთ არჩევნებში,` უპასუხა პრეზიდენტმა ოპოზიციის წარმომადგენელს.უმცირესობის ლიდერის შემდეგ ტრიბუნა უმრავლესობის ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა დაიკავა. კრიტიკული შეფასებების გამოთქმის შესაძლებლობა ყველა ფრაქციის წარმომადგენელს და ვიცე-სპიკერებსაც მიეცათ. ოპოზიციის კრიტიკას პრეზიდენტი პარალელურად პასუხობდა, თუმცა რამდენიმესაათიანი დებატების დასრულების შემდეგ საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ პრეზიდენტმა მათი კითხვების ნაწილი უპასუხოდ დატოვა. ოპოზიციის მოსაზრებებს არ იზიარებენ უმრავლესობაში და მმართველი გუნდის წევრებს მიაჩნიათ, რომ მიხეილ სააკაშვილის შემაჯამებელი სიტყვაც და დებატებისას გაცემული პასუხებიც ამომწურავი იყო. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts