planetanews Posted February 29, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 29, 2012 http://rustavi2.com/news_photos/default_im.jpg ნატოს ჩიკაგოს სამიტზე საქართველოსა და ალიანსს შორის თანამშრომლობა სპეციალურ დეკლარაციაში იქნება ასახული. ამის შესახებ ანდერს ფოგ რასმუსენმა `კურიერთან` ინტერვიუში ისაუბრა. ნატოს გენერალური მდივანი ვაშინგტონში იმყოფება, სადაც ალიანსის ორგანიზებით ყოველწლიური სემინარი ჩატარდა. შეხვედრაზე ჩიკაგოს სამიტის მომზადების საკითხი განიხილეს.ნატოს ჩიკაგოს სამიტის დეკლარაციაში კონკრეტულად აისახება საქართველოს მონაწილეობა ავღანეთის სამშვიდობო მისიაში. სამიტზე ალიანსში ახალი ქვეყნების მოწვევის საკითხი გათვალისწინებული არ არის, თუმცა საქართველოს მონაწილეობა სამშვიდობო ოპერაციებში და ქვეყნის პროგრესი შეფასებული და გათვალისწინებული იქნება.`რა თქმა უნდა, ჩიკაგოს სამიტზე ხელახლა დავადასტურებთ, რომ ღია კარის პოლიტიკა გაგრძელდება. რაც შეეხება საქართველოს, მან მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია. ჩვენ ძალიან ვაფასებთ თანამშრომლობას საქართველოსთან, განსაკუთრებით კი საქართველის მიერ შეტანილ დიდ წვლილს ჩვენს ოპერაციაში, ავღანეთში. ეს ყველაფერი სამიტის დეკლარაციაში აისახება,`- აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.ანდერს ფოგ რასმუსენმა პრესკონფერენციაც მოიწვია და დადებითად შეაფასა კოალიციის ძალების მუშაობა ავღანეთში. მან ავღანეთში სამშვიდობო ძალებში მსხვერპლის შესახებ ისაუბრა. ქართველი სამხედროების დაღუპვის შემდეგ კოალიციამ კიდევ რამდენიმე ჯარისკაცი დაკარგა. ნატოს გენერალური მდივნის განცხადებით, ამის მიუხედავად ალიანსმა თავისი მისია ბოლომდე უნდა შეასრულოს - ეს არის სტაბილურობა ავღანეთში.რასმუსენმა რუსეთთან ურთიერთობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ალიანსმა ვერ მიაღწია შეთანხმებას ანტისარაკეტო თავდაცვაზე, რის გამოც ჩიკაგოში ნატო-რუსეთის საბჭოს შემდეგი სხდომა აღარ გაიმართება.`ვფიქრობ, რომ თუ რუსეთთან არ იქნება მიღწეული შეთანხმება რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემაზე, ჩიკაგოს სამიტის ფარგლებში ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა არ გაიმართება,`- განაცხადა რასმუსენმა. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts