planetanews Posted February 29, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 29, 2012 http://rustavi2.com/news_photos/02_12/60134.jpg თბილისში, ჭავაჭავაძის გამზირზე, ყოფილი საერთო საცხოვრებელი ჩამოინგრა. შემთხვევის დროს, შენობაში არავინ იმყოფებოდა. საცხოვრებელი ავარიული იყო. შენობის ნაწილი ორი დღის წინაც დაინგრა, საიდანაც ლტოლვილთა სამინისტრომ იქ მცხოვრები დევნილები გაასახლა. დღეს კი, 7-სართულიანი შენობის ერთი სადარბაზო მთლიანად ჩამოინგრა. პერიმეტრი, უსაფრთხოების მიზნით, საპატრულო პოლიციას გადაკეტილი აქვს. იქ სამაშველო სამსახურის ბრიგადები მუშაობენ. შემთხვევის ადგილზე კობა სუბელიანი იმყოფებოდა, რომელიც დევნილებს კაიროს ქუჩაზე გადასვლას სთავაზობს, თუმცა დევნილების უმრავლესობა წინადადებას არ იზიარებს და აცხადებს, რომ გარეუბანში გადასვლა არ სურთ. მოლაპარაკების შედეგად, გადაწყდა, რომ დევნილებს, ერთი წლის შემდეგ, საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფენ ბაგებში, მანამდე კი ბინის დასაქირავებლად თანხას გადაუხდიან. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts