planetanews Posted February 29, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 29, 2012 http://rustavi2.com/news_photos/02_12/60128.jpg საქართველოს პრეზიტენტმა, დღეს, რუსეთთან უვიზო მიმოსვლის შესახებ პირველი კომენატრი გააკეთა რუს ჟურნალსიტთან, რომელიც სარქართველოში, გამარტივებული რეჟიმით, ჩამოვიდა. "დღეს დიდი სიურპრიზი დამხვდა. საქართველოში დილით ჩამოვფრინდი. თვითმფრინავიდან რომ ჩამოვედით, გვითხრეს, რომ ვიზის აღება საჭირო აღარ იყო და საზღვარზეც მხოლოდ ბეჭედი ჩაგვირტყეს და მარტივად გამოგვატარეს. ადრეც ვყოფილვარ საქართველოში. ისეთი ლამაზი იყო თქვენი ვიზა, ცოტა გული მწყდება, რომ აღარ დაგვჭირდება, მაგრამ ერთი მაინც დამრჩა. ვიცი, რომ პრეზიდენტმა ამ გადაწყვეტილების შესახებ პირველად გუშინ პარლამენტის წინაშე განაცხადა და გაოცებული ვარ, რომ ასე სწრაფად, ერთი დღეც არ გასულა და 14 საათში უკვე ამოქმედდა საქართველოს მხრიდან უვიზო რეჟიმი. რუსეთში სამწუხაროდ ასეთი რამ წარმოუდგენელია, მაგრამ დიდი სურვილი მაქვს, რომ ჩემი ქვეყნის მთავარი პირებიც ასე მოიქცნენ, რადგან მე მათ მაგივრად ძალიან მრცხვენია. საქართველო გვაძლევს თავისუფალი მიმოსვლის საშუალებას და რუსეთი კი მსგავს შესაძლებლობებს ქართველებისთვის არ ქმნის," - განახცადა დენის კატაევმა. "ყველაფერი რასაც ჩვენ ვამბობთ სწრაფად სრულდება. ვთქვით, რომ უნდა გაუქმდეს და 5 წუთში ეს განხორციელდა. მეორეს მხრივ ჩვენ ეს იმიტომ გავაკეთეთ, რომ საქართველო არის თავისუფალი ქვეყანა და, რაც უფრო მეტი რუსი ჩამოვა ჩვენი ქვეყნის არაოკუპირებულ ტერიტორიაზე, მეტ ინფორმაციას მიიღებენ, უკეთესად ისიამოვნებენ ჩვენი ბუნებით, ქართული სტუმართმასპნძლობით, სუფრით, ღვინითა და მინერალური სასმელებით მით უფრო უკეთესი იქნება ჩვენი ხანგრძლივი ურთიერთობის პერსპექტვა. მე არ შემიძლია ავიღო საქართველო და სადღაც მექსიკისკენ გადავიტანო. ჩვენ მუდმივად ვიქნებით რუსეთის მეზობლები და რუსეთი იქნება საქართველოს მეზობელი იმ ისტორიული ტერიტორიების ჩათვლით, რომლებიც ჩვენს ქვეყანას ეკუთვნის და არა ისეთი საქართველოს მეზობელი, როგორიც დღევანდელ კრემლში სურთ და წარმოუდგენიათ. ამ კუთხით, მიმაჩნია, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება იყო და ვფიქრობ, რომ რუსები, რომლებიც აქ ჩამოვლენ, აღმოაჩენენ სხვა საქართველოს და ახალ რეალობას. ის სტერეოტიპები კი, რომლებიც წარმოდგენაში აქვთ, ვფიქრობ, მალე გაქარწყლდება. ამას გარდა, ვფიქრობ, ეს ძალიან სასარგებლო იქნება ქართული ეკნომიკისთვის. რაც მეტი ტურისტი გვეყოლება, მით უფრო სწრაფად განვითარდება ჩვენი ეკონომიკა; "მე ბევრჯერ ვესაუბრე პუტინს ამ თემაზე და ის სულ ამბობდა, რომ ერთ კვირაში გავაუქმებთ სავიზო რეჟიმს და თქვენც სარკის ეფექტით გააუქმეთ ასევეო. მაგრამ ეს არ მოხდა. ამიტომ, ჩვენ არავის არ დაველოდებით, ჩვენ უკვე გავაუქმეთ და ყოველთვის მივესალმებით რუსი ინვესტორების, ბიზნესმენებისა და ტურისტების ჩამოსვლას. მაგრამ არასდროს მივესალემბით რუსულ ტანკებს. სადაც არის მუხლუხოები არ არის ტურიზმისა და სიამოვნების ადგილი. ასე რომ ჩვენ ყოველთვის ვეტყვით რუსებს ”კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საქართველოს არამილიტარიზებულ ტერიტორიაზე”, რადგან მილიტარიზებულ ნაწილში რუსული კორდონებია, რომელიც ჩვენს ტერიტორიაზე არალეგალურად არის. როგორც ხედავთ, აქ არ არის ქუჩებში არც ტანკები და არც სამხედრო ფორმირებები და ჯარისკაცები. ეს არის ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა ევროპაში. ჩვენთან დანაშაულის დონე 5-ჯერ ნაკლებია, ვიდრე რუსეთში. უკვე აღარ ვლაპარაკობ სხვა უპირატესობებზე, როგორიც, მაგალითაც, ჩვენი სამზარეულოა," - განაცხადა სააკაშვილმა. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts