planetanews Posted February 29, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 29, 2012 http://rustavi2.com/news_photos/02_12/60131.jpg საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივას, რუსეთთან სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში მოჰყვა შეფასებები. რუსი პოლიტიკოსები და პოლიტოლოგები მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებას პოზიტიურ ნაბიჯს უწოდებენ და აცხადებენ, რომ, დროა, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები დალაგდეს. მოსკოვში იმასაც აცხადებენ, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ამ დროისთვის არსებულ ვითარებაზე პასუხისმგებლობა რუსეთის ამჟამინდელ ხელისუფლებას ეკისრება. "ეს ერთგვარი პასუხია რუსეთში არსებულ შიდაპოლიტიკურ ვითარებაზე. სააკაშვილი, ისევე როგორც სხვა პოლიტიკური მოღვაწეები, აცნობიერებენ, რომ დღეს ხდება საზოგადოების ფენებად დაყოფა. ერთის მხრივ, არსებობს მედვედევი და მომავალი პრეზიდენტი პუტინი და მეორეს მხრივ ხალხი, რომელთა აზრიც აბსოლიტურ დისონანსშია ხელისუფლები ოფიციალურ პოზიციასთან. ამიტომ, სააკაშვილის ინიციატივა უფრო საზოგადოებისკენაა მიმართული, რომელიც ფიქრობს რომ, თუ უნდა თბილისში გამგზავრება, შეუძლია ეს გააკეთოს, მიუხედავად იმისა, რას ფიქრობს მთავრობა ამ საკითხზე. სააკაშვილმა ეს გააცნობიერა შემხვედრი ნაბიჯი გადადგა," განაცხადა პოლიტოლოგმა ვლადიმერ სემაგომ. "აქ მთავარია, ვინ იქნება უვიზო რეჟიმის ინიციატორი. ჩემი აზრით, უკეთესი იქნება, თუ რუსეთისა და საქართველოს პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოების წარმომადგენლები გაერთიანდებიან და ერთობლივად წამოაყენებენ ამ ინიციატივას და არა პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელიც რუსეთის ხელისუფლებისთვის პერსონა ნონგრატაა," - განაცხადა პარტია "სპრავედლივაია როსიას" წევრმა, დიმიტრი გუდკოვმა. "პოლიტიკა ძალიან ბინძური საქმეა, ყოველთვის ზარალდება ხალხი, როდესაც პოლიტიკოსები ერთმანეთში ამბიციების გარკვევას ცდილობენ. უნდა გავიდეს დრო რომ საღად შეაფასონ თუ როგორ დაიჩაგრა ხალხი, რომელსაც ურთიერთობა სურს ერთმანეტთან. ქართველები ყოველთვის ძალიან თბილად ხვდებოდნენ რუსებს და საწყენია რომ ამის შესაძლებლობა ახლა არ არის," - განაცხადა მხატვარმა, ნიკას საფრონოვმა. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts