planetanews Posted February 29, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 29, 2012 სადაზღვევო კომპანია "ალდაგი ბი-სი-აიმ" ქუთაისის დედათა და ბავშვთა დიაგნოსტიკური ცენტრიდან, რომელიც გასული წლის ოქტომბერში შეიძინა ქუთაისის სხვა სამედიცინო კლინიკებთან ერთად, 80-მდე თანამშრომელი გაათავისუფლა. მათ შორისაა მედდა ნანა ხიმშიაშვილი, რომელიც დავას სასამართლოში აგრძელებს.ხახანაიშვილს შრომითი ხელშეკრულების ვადა მიმდინარე წლის პირველი თებერვლიდან 2 თვით, პირველ აპრილამდე, გაუგრძელეს, თუმცა ის ვადამდე ადრე დაითხოვეს:"8 თებერვალს ჩვეულებრივად გამოვცხადდი დილით სამსახურში, ხელმძღვანელმა თემურ ნადირაძემ გამოუშვა მისი პირადი მდივანი, რომელმაც გადმომცა ფურცელი და მითხრა, ხელი მოაწერეო. მე მეგონა, ხელს ვაწერდი ხელშეკრულებაზე, თურმე ეს ყოფილა ჩემი გათავისუფლების ბრძანება, აბსოლუტურად გაუფრთხილებლად, მე არ ვიცოდი, რაზე მოვაწერე ხელი", - აცხადებს ნანა ხიმშიაშვილი.ხიმშიაშვილს სასარჩელო განცხადების მომზადებაში "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალის" წარმომადგენლები დაეხმარნენ."ხახანაშვილის დათხოვის შესახებ ბრძანებაში არ არის მითითებული საფუძველი, ანუ შრომითი ხელშეკრულება შეწყდა ვადამდე ადრე, მაგრამ რა საფუძვლით, ადმინისტრაცია არ უთითებს. ხახანაშვილის გათავისუფლების ბრძანება უკანონოა, რადგან მისი შინაარსი არ არის დაცული და სამართლებლივად გაუმართავია," - აცხადებს საიას ქუთაისის ფილიალის ადვოკატი ირინა ობოლაძე."ალდაგი ბი-სი-აის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი მაია ივჩენკო ამბობს, რომ კომპანია თავს იკავებს იმ მიზეზების დასახლებისგან, რის გამოც ხიმშიაშვილი დაითხოვეს:"ქალბატონ ნანა ხახანაშვილს გავუფორმეთ საგამოცდო ვადით ხელშეკრულება, სამწუხაროდ, გარკვეული მიზეზების გამო, რომლის გახმაურებისგანაც თავს შევიკავებთ, მოხდა ხელშეკრულების შეჩერება".კონკრეტულ მიზეზებზე "ნეტგაზეთთან" საუბარი არც სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელმა თემურ ნადირაძემ ისურვა. /get_img?ImageId=6561ნანა ხიმშიაშვილი"ნუთუ შეიძლება 30 წლის მუშაობის სტაჟის მქონე თანამშრომელი ისე მოისროლო ქუჩაში, რომ არ დაფიქრდე?! ჩემსავით სხვებიც სულ ტირილითა და პანღურის ამოკვრით გაყარეს ქუჩაში და მათი ბედით დღემდე არავინ დაინტერესებულა. რატომღაც ვერც ერთი ადამიანი ვერ ბედავს, ხმა აიმაღლოს "ალდაგისა" და მისი არაადამიანური გადაწყვეტილებების წინააღმდეგ," - აცხადებს ნანა ხიმშიაშვილი."ალდაგი ბი-სი-აის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი იმ მიზეზებზე საუბრობს, რის გამოც მოხდა თანამშრომლების მასობრივი დათხოვნა ქუთაისის დედათა და ბავშვთა დიაგნოსტიკური ცენტრიდან:"მკურნალობის ახალი მეთოდები და ახალი მიდგომები, სამედიცინო მომსახურეობის თანამედროვე სტანდარტები მოითხოვს კლინიკების ისეთი პერსონალით დაკომპლექტებას, მართვის ისეთი პრინციპების შემუშავებას, რომლებსაც უნარი შესწევთ, უზრუნველყონ პაციენტის ხარისხიანი და კვალიფიციური მომსახურება, სწორედ ამ საკითხებმა განაპირობა რეორგანიზაციისა და სტრუქტურული ცვლილებების საჭიროება."ივჩენკოს თქმით, მომდევნო ეტაპზე დაგეგმილია შერჩეული პერსონალის გადამზადება, შიდა ატესტაციები და კადრების მოტივაციის სისტემის ამოქმედება.დედათა და ბავშვთა დიაგნოსტიკური ცენტრის თანამშრომლების ნაწილს ხელშეკრულების ვადა პირველ აპრილს ეწურება. აპირებს თუ არა ცენტრის მფლობელი კომპანია "ალდაგი ბი-სი-აი" მათ გათავისუფლებასაც პირველი აპრილიდან? - ამ კითხვაზე მაია ივჩენკო პირდაპირ პასუხს არ სცემს:"როგორც უკვე მოგახსენეთ, მკურნალობის ახალი მეთოდები და ახალი მიდგომები, სამედიცინო მომსახურეობის თანამედროვე სტანდარტები მოითხოვს კლინიკების ისეთი პერსონალით დაკომპლექტებას, მართვის ისეთი პრინციპების შემუშავებას, რომლებსაც უნარი შესწევთ, უზრუნველყონ პაციენტის ხარისხიანი და კვალიფიციური მომსახურება. ჩვენ, პირველ რიგში, დაინტერესებულები ვართ, რომ ჩვენს კლინიკებში დასაქმებული ადამიანები იყვნენ კვალიფიციური კადრები."დედათა და ბავშვთა ცენტრი არ არის ერთადერთი კლინიკა, რომელსაც "ალდაგი ბი-სი-აი" ქუთაისში ფლობს, მათ შორისაა, იმერეთის რეგიონული ონკოლოგიური, წმინდა ნიკოლოზის ქირურგიული ცენტრები და სხვა სამედიცინო დაწესებულებები. სრული ინფო(netgazeti.ge) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts