Jump to content
Planeta.Ge

საქინფორმი- ცაგარეიშვილი მოქალაქე ქიმერიძის გარდაცვალებაში პოლიციას ადანაშაულებს


Recommended Posts

http://saqinform.ge/images/stories/analitics/cagara-samartali.jpgთბილისი, 29 თებერვალი, საქინფორმი. როგორც საქინფორმი იტყობინებოდა, გუშინ, 2012 წლის 28 თებერვალს, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენებით წარდგა, რის შემდეგაც საკანონმდებლო ორგანოში პოლიტიკური დებატები გაიმართა.<span style="font-size: 10pt;" />დებატებისას ფრაქციის – „ერთობა სამართლიანობისთვის“ – წევრმა, დეპუტატმა გიორგი ცაგარეიშვილმა ხელისუფლება პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დევნაში, პატიმრების წამებაში, არაადამიანურ მოპყრობაში, მკვლელობაში დაადანაშაულა და ერთ-ერთ მსგავს ფაქტად მოქალაქე სოსო ქიმერიძის გარდაცვალება დაასახელა. „ამის უკანასკნელი მაგალითი გუშინ მოხდა ხაშურის რაიონის სოფელ ქვიშხეთში, როცა ხაშურის რაიონის პოლიციამ სასტიკად აწამა და წამებაში მოკლა ამ სოფლის მცხოვრები სოსო ქიმერიძე. იგი ისეა ნაცემი და ნაწამები, რომ მთელი სხეული სისხლჩაქცევებით აქვს დაფარული. რა გასაკვირია, რომ ქვეყანაში, რომელიც თქვენს ხელში უბედურია, უბედური ადამიანები ცხოვრობენ. როგორც ოთარ ჭილაძემ თქვა: „ადამიანი ჰგავს იმ ქვეყანას, რომელსაც მისი სამშობლო ჰქვია“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.

 

საქინფორმი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...