Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - სილამაზის სალონებისთვის ფიქსირებული გადასახადი საშუალოდ 70 ლარი იქნება


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/5-300x225.jpgშემოსავლების სამსახურის  მიერ შემუშავებული პირველადი პროექტის მიხედვით, დედაქალაქის სალონებისთვის ფიქსირებული გადასახადი საშუალოდ 70 ლარი იქნება.

როგორც შემოსავლების სამსახურის უფროსმა, ჯაბა ებანოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, თბილისის ცენტრში მდებარე სალონები  სავარაუდოდ 100 ლარს, გარეუბნებში 70-ს, ხოლო პერიფერიებში 50 ლარს ყოველთვიურად გადაიხდიან.

მისივე განმარტებით, არსებული გადასახადი სალონებში სამუშაო სკამების რაოდენობის მიხედვით დაწესდება, და პროექტი უახლოეს მომავალში დამტკიცდება. 

რაც შეეხება რეგიონებში არსებულ სილამაზის სალონებს, მათთვის ფიქსირებული გადასახადის რაოდენობა ჯერ არ არის დადგენილი.

როგორც ებანოიძემ განმარტა, რეგიონებში შედარებით დაბალი ფიქსირებული გადასახადი იქნება, თუმცა მისივე თქმით, სალონებს არჩევანის საშუალება ექნებათ და სურვილისამებრ გადაწყვეტენ სურთ თუ არა გადასვლა ფიქსირებულ გადასახადზე.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ მთავრობამ ფიქსირებული გადასახადები თონეებისთვის დააწესა. მათ ყოველთვიურად GPRS სისტემის სალარო აპარატის ნაცვლად, 100 ლარის გადახდა უწევთ, რაც შემოსავლების სამსახურის განმარტებით, მათთვის უფრო პრაქტიკული და შეღავათიანია.

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...