Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - თავხელიძე: მივესალმები პრეზიდენტის ინიციატივას რუსეთთან სავიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმების შესახებ


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/tavxe-300x222.jpgექსპერტი მიხეილ თავხელიძე მიესალმება პრეზიდენტის ინიციატივას რუსეთთან სავიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმების შესახებ.

როგორც „ექსპრესნიუსთან“  საუბარში თავხელიძემ აღნიშნა, მთავრობისგან ძნელადმისაღები არ იქნებოდა ამ გადაწყვეტილების მიღება, რადგან სავიზო რეჟიმი მაქსიმალურად გამარტივებულია.

„ეს იყო ხელისუფლების მხრიდან სიმბოლური და მნიშვნერლოვანი ნაბიჯი. რუსებს შეუძლიათ, აწარმოონ ბიძნესი, დაისვენონ ან თუნდაც საცხოვრებლად ჩამოვიდნენ, მათთვის საქართველოს კარი ღია უნდა იყოს, რათა შევძლოთ რუსეთთან ურთიერთობების დალაგება“,-აღნიშნა თავხელიძემ.

მისივე თქმით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო დაიწყებს ირონიული განცხადებების გაკეთებას, თუმცა სავიზო რეჟიმის გამარტივება ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ქვეყნებს შორის ურთიერთობების მოსაწესრიგებლად.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსეთთან სავიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმების ინიციატივით, პარლამენტში დეპუტატების წინაშე სიტყვით გამოსვლისას გამოვიდა.

პრეზიდენტის თქმით, ყველა რუს მოქალაქეს შეუძლია შემოვიდეს საქართველოში, რომელიც თავისუფალია კორუფციისაგან, ძალადობისაგან, ადამიანის ღირსების შელახვისა და ბიუროკრატიული წნეხისგან.

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...