planetanews Posted February 29, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 29, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/3871-257x300.jpg„ეროვნულ დემოკრატიული“ პარტია, საქართველოს პრეზიდენტს თხოვნით მიმართავს, მოიწვიოს უშიშროების საბჭო და დაადასტუროს, თუ რატომ მიაჩნია გამართლებულად რუსეთთან უვიზო რეჟიმის შემოღება.ამის შესახებ განცხადება „ეროვნულ დემოკრატიული პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ ჩახვაძემ “პრაიმ-ტაიმის” პრესკლუბში სტუმრობისას გააკეთა.მისივე თქმით, საქართველოში დამატებითი რუსული კაპიტალის მოძიებაზე საუბარი ჩვენს ეკონომიკას საფრთხეს უქმნის.“თუკი საქართველოში რუსული საწარმოები გაიხსნება, ინვესტორები მიწებსა და ტერიტორიებს შეისყიდიან, ერთ დღესაც აღმოჩნდება, რომ ეკონომიკის კუთხით ქართველები საკუთარი ქვეყნის სტუმრები ვართ”, – განაცხადა ჩახვაძემ.როგორც ჩახვაძემ აღნიშნა,რუსეთის არეალში საქართველოს წინააღმდეგ ეკონომიკური და პოლიტიკური აგრესიის ელემენტები იმალება.„თუ ვთანხმდებით იმაზე, რომ რუსეთი ოკუპანტია, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ რუსეთის არსენალში საქართველოს წინააღმდეგ არა მხოლოდ სამხედრო ძალის გამოყენების პოტენციალი, არამედ ეკონომიკური და პოლიტიკური აგრესიის ელემენტებიც იმალება”, – აღნიშნა ჩახვაძემ.მისივე განმარტებით, ყველა უცხოური ქვეყანა რუსული ბიზნესის საკუთარ ქვეყანაში შედინებას ფრთხილად ეკიდება, რადგან რუსული კაპიტალის უკან ყოველთვის რუსეთის სახელმწიფო დგას. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts