Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - მაია ფანჯიკიძის შეფასებით, სააკაშვილმა დაამტკიცა რომ დემოკრატიის განვითარების მომხრე არ არის


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/fanjikidze-300x1991.jpgპოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნების“ პრესსპიკერის, მაია ფანჯიკიძის შეფასებით, საქართველოს პრეზიდენტმა, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას დაამტკიცა, რომ დემოკრატიის განვითარების მომხრე არ არის.

როგორც ფანჯიკიძემ „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, სააკაშვილის გამოსვლა არ გავდა განვითარებული ქვეყნის პრეზიდენტის გამოსვლას.

„პრეზიდენტი ერთის მხრივ მიესალმა ახალ პოლიტიკურ დაერთიანებებს, მეორეს მხრივ კი გალანძღა და უშველი სიტყვებით მოიხხენია, რითაც კვლავ დაადასტურა, რომ დემოკრატიის განვითარების მომხრე არ არის“,- აღნიშნა ფანჯიკიძემ.

მისივე განმარტებით, მიხეილ სააკაშვილი ძალიან მალე მის პოსტს დატოვებს და „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვა.

„ სააკაშვილი მის გამოსვლაში კვლავ დაპირებებით შემოიფარგლა, თუმცა ჯერ არც ერთი დანაპირები არ შეუსრულებია, რის გამოც ნდობა მინიმალურია და განცდას გვიქმნის, რომ  მის პოსტს მალე დატოვებს“,-განაცხადა პრესსპიკერმა.

ფანჯიკიძემ პირად საუბარში აღნიშნა, რომ პარლამენტის სხდომაზე უმრავლესობის მხრიდან „ქართული ოცნების“ მისამართით გაკეტებული განცხადებები, „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ სიძლიერეზე მეტყველებს.

„ ისინი გრძნობენ, რომ „ ქართული ოცნება“ სერიოზული პოლიტიკური ძალაა და მათი მხრიდან მსგავსი განცხადებები რეალობის განცდასთან შერეულ შიშზე მეტყველებს“,-განმარტა ფანჯიკიძემ.

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...