planetanews Posted February 29, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 29, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/15-300x1991.jpgსაქართველოს დელეგაციამ ფილიპინების დედაქალაქ მანილაში აზიის განვითარების ბანკში (ADB) შეხვედრები გამართა.ფინანსთა მინისტრი დიმიტრი გვინდაძე და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს ჰირუჰიკო კუროდას შეხვდნენ და იმსჯელეს საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკის თანამშრომლობის პერსპექტივებზე.მხარეებმა განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა ახალი საავტომობილო მაგისტრალების, ჰიდროელექრტოსადგურებისა და წყალმომარაგების სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაცია და ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარება, ასევე ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც სტაბილური საფინანსო ინსტიტუტის, განვითარების როლს რეგიონალურ ჭრილში.აზიის განვითარების ბანკი ერთ-ერთი უმსხვილესი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტია. საქართველო ბანკის წევრი 2007 წლის თებერვალში გახდა. ADB სესხების გაცემისა და ტექნიკური მხარდაჭერის გაწევის გზით აფინანსებს წევრი ქვეყნებისათვის პრიორიტეტულ პროგრამებსა და პროექტებს.აზიის განვითარების ბანკის დაფინანსება საქართველოში მოიცავს ისეთ სექტორებს როგორიცაა: კომუნალური და მუნიციპალური ინფრასტრუქტურა, ტრანსპორტი. ბანკის მიერ ხორციელდება საგზაო დერეფნის საინვესტიციო პროგრამა, რომელიც მოიცავს ქობულეთის ახალი შემოვლითი გზის მშენებლობას.მიმდინარე საინვესტიციო პროექტების ფარგლებში, აზიის განვითარების ბანკის მიერ საქართველოსთვის დღემდე გამოყოფილია შეღავათიანი ფინანსური რესურსი დაახლოებით 395 მლნ აშშ დოლარის ოდენობით. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts