planetanews Posted February 29, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 29, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/polic-300x221.jpgშინაგან საქმეთა სამინისტრო ხაშურში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ხაშურის რაიონულ სამმართველოში, ა/წ 27 თებერვალს აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ბინის ქურდობის ფაქტზე.პოლიციის ინფორმაციით, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, ხაშურის რაიონულ პოლიციაში ბრალდებულის სახით იკითხებოდა წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი 1965 წ.დ. სოლომონ გივის ძე ქიმერიძე. დაკითხვის დროს ბრალდებული სოლომონ ქიმერიძე, ხაშურის რაიონულ სამმართველოს ადმინისტრაციული შენობის მესამე სართულიდან მეორე სართულზე კიბეებზე ჩამოსვლისას კიბის მოაჯირიდან გადმოვარდა და დაეცა პირველი სართულის ფოიეში, რის შედეგადაც მიიღო სხეულის მრავლობითი დაზიანებები. პოლიციის თანამშრომლების მიერ დაუყოვნებლივ გამოძახებული იქნა ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და სოლომონ ქიმერიძე გადაყვანილი იქნა ხაშურის რაიონულ საავადმყოფოში.მიმდინარე წლის 28 თებერვალს სიცოცხლესთან შეუთავსებადი ტრამვების გამო, ბრალდებული სოლომონ ქიმერიძე გარდაიცვალა.მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში. ბეჭდური მედიის და ტელეკომპანია „მაესტროს“ ინფორმაციით, პოლიციის შენობის მერე სართულიდან გადახტა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაამთავრა ქვიშხეთის მკვიდრმა, 48 წლის იოსებ (სოსო) ქიმერიძემ. გადახტომით თვითმკვლელობის ვერსია პოლიციას ეკუთვნის. გარდაცვლილის ოჯახი ეჭვობს, რომ ეს ვერსია სიმართლეს შეესაბამება. გარდაცვლილს, მათი თქმით, ოჯახში მძიმე სოციალური მდგომარეობის მიუხედავად, არასდროს ჰქონია სასოწარკვეთა და დეპრესიული მდგომარეობა. არსებობს სერიოზული ეჭვი, რომ პოლიციის განყოფილებაში მიყვანილ ქიმერიძეზე მოახდინეს მძიმე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა, ქიმერიძე ან ამ ზეწოლის დროს შემოაკვდა პოლიციას, ან ახალგაზრდა კაცმა ვერ გაუძლო შეურაცხყოფას და ასეთი იძულების შედეგად გადახტა ფანჯრიდან.ფოტოზე ხაშურის პოლიციის შენობა იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts