Jump to content
Planeta.Ge

argumenti.ge ჯონდი ბაღათურია პარლამენტში გამოსვლისას მწვავედ საუბრობდა


Recommended Posts

http://www.argumenti.ge/wp-content/uploads/2012/02/images2-150x150.jpgრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტის სხდომათა დარბაზი “ქართული დასის” ლიდერის ჯონდი ბაღათურიას გამოსვლის დროს დროებით დატოვა.

იგი სასესიო დარბაზიდან მაშინ გავიდა, როდესაც ტრიბუნიდან ჯონდი ბაღათურიამ პრეზიდენტი და მისი ოჯახის წევრები იმაში დაადანაშუალა, რომ ყველაზე მსხვილ ბიზნესს სააკაშვილი და მისი ოჯახი ფლობს და რომ მიხეილ სააკაშვილის ოჯახი ყველაზე მდიდარია საქართველოში.

როგორც “ქართული დასის” ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ განაცხადა, 2004 წლის 3 თებერვალს პრეზიდენტის მიერ შევსებული დეკლარაციით, მისი ქონება საკმაოდ მოკრძალებული იყო – 95 000 ლარად შეფასებული ბინა მეუღლის სახელზე, 9 500 ევრო ბანკ “სოსიეტე ჟენერალში” და 3 500 ევრო “თიბისი ბანკში”, მეუღლის სახელზე რუსული შავი ვილისი.

“სულ ეს არის, სხვა არანაირ ბიზნესს და შემოსავლის წყაროს არ ფლობდით არც თქვენ და არც თქვენი ოჯახის წევრები”, – მიმართა ბაღათურიამ პრეზიდენტს. მისივე თქმით, პრეზიდენტის მამა ერთი ჩვეულებრივი, როგორც ამბობენ კვალიფიციური ექიმი იყო, ხოლო დედა, ასევე ჩვეულებრივი მეცნიერ მუშაკი, სააკაშვილის ძმებიც არანაირ ბიზნესს ან სხვა ტიპის შემოსავალს არ ფლობდნენ. დღეს კი, ბაღათურიას თქმით, სააკაშვილი მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანია.

“თქვენ ფლობთ და აკონტროლებთ ნავთობისა და ოქროს საბადოებს და საქართველოს თითქმის ყელა წიაღისეულ სიმდიდრეს. მთლიანად აკონტროლებთ საწვავის ბიზნესს, სარეკლამო ბიზნესს, ფლობთ მედია მაგნატ ტელეკომპანია “რუსთავი 2″-ს, რომელიც თქვენს თანაკლასელზე გაქვთ გაფორმებული. თქვენი მამა არის საქართველოს ყველა ბალნეოლოგიური კურორტის მფლობელი. ხოლო დედა ფლობს უმსხვილეს ბიზნესებს უმაღლესი განათლების სფეროში, მათ შორის მისი საკუთრებაა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კუთვნილი 15 827 კვმ ფართი (წილში სიმბოლურად 200 ლარი აქვს გადახდილი). ასვე, ფლობს შპს “საუნივერსიტეტო ავეჯს”. მას ეკუთვნის “გეპეის” მე–3 კორპუსის მე–2 სართულზე განლაგებული უზარმაზარი კაფე “ხადილი”. ასევე, 14 % “ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის”, მას ეკუთვნის “შავი ზღვის უნივერსიტეტი”, რომელსაც პრეზიდენტის განკარგულებით პირდაპირი განკარგვის წესით გადაეცა სახელმწიფოს კუთვნილი 101 221 კვმ არასასოფლო სამეურნეო მიწა”, – განაცხადა ბაღათურიამ და დასძინა, რომ პრეზიდენტის ოჯახის საკუთრებაში კიდევ ბევრი ქონებაა, რომელთაც დროის სიმცირის გამო ვერ ჩამოთვლის.

მისივე განცხადებით, საინტერესო ის არის, რომ მთელი ეს ქონება მოპოვებულია პრეზიდენტის განკარგულებებით, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ქონება პირდაპირ გადავიდა პრეზიდენტის ოჯახის წევრთა საკუთრებაში. ბაღათურიას თქმით, მიმდინარეობს მონოპოლიზაცია უმაღლესი განათლების სფეროში და იქმნება ორი მონოპოლიური გაერთიანება – ერთი ბენდუქიძის და ერთიც პრეზიდენტის ხელმძღვანელობით.

“ახალგაზრდობამ უნდა იცოდეს, რომ მაღალი ფასებით უმაღლეს სასწავლებლებში პირადად თქვენ მდიდრდებით”, – დასძინა ბაღათურიამ და განაცხადა, რომ პრეზიდენტის და მისი ოჯახის სწრაფი გამდიდრების პირდაპირ პროპორციულად ასევე სწრაფად გაღატაკდა სახელმწიფო და ხალხი.

 

argumenti.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...