planetanews Posted February 28, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 28, 2012 http://rustavi2.com/news_photos/02_12/60116.jpg მიხეილ სააკაშვილის პარლამენტში ვიზიტი და სიტყვით გამოსვლა იყო დღეს პრეზიდენტი ადმინისტრაციაში პრესსპიკერის ტრადიციული ბრიფინგის ერთერთი მთავარი თემა. მანანა მანჯგალაძემ განმარტა, რომ პრეზიდენტის მიმართვა 25-გვერდიანია და გამოსვლისათვის ქვეყნის პორველ პირს, სავარაუდოდ, 50 წუთი დასჭირდება. მისი თქმით, გაჟღერდება ახალი ინიციატივები ხალხისა და ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევების საპასუხოდ. `ინიციატივები ეხება ისეთ პრობლემებსა და გამოწვევებს, რომელიც არსებობს დასაქმების სფეროში, სოფლის მეურნეობაში, განათლებისა და ჯანდაცვის სფერობში. ასევე პრეზიდენტის გამოსვლის ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება უსაფრთხოების საკითხები,`- განაცხადა მანჯგალაძემ. მისი თქმით, პრეზიდენტი ასევე ისაუბრებს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებაც. `2012 წელი საპარლამენტო არჩევნების წელია და არჩევნების სამართლიანად ჩატარების უზრუნველყოფა პრეზიდენტის მოხსენების ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება,`- განაცხადა მანჯგალაძემ და აღნიშნა, რომ გაჟღერდება სხვა თემებიც, რომელიც საზოგადოების დიდ ინტერესს იწვევს. ტრადიცია არც ამ შემთხვევაში დაირღვევა და მიხეილ სააკაშვილის მოხსენება ყოვლისმომცველი იქნება. პრეზიდენტი დეპუტატების კითხვებსაც უპასუხებს. მანანა მანჯგალაძის განმარტებით, დღეს ნებისმიერ მსურველს საშუალება მიეცემა სოციალური ქსელის საშუალებით - პირდაპირ ეთერში მიადევნოს თვალყური პრეზიდენტის გამოსვლას, რომელიც ფეისბუქის საშუალებით გადაიცემა. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts