planetanews Posted February 29, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 29, 2012 http://rustavi2.com/news_photos/02_12/60123.jpg საქართველო რუსეთთან ცალმხრივად აუქმებს სავიზო რეჟიმს - ეს იყო ერთ-ერთი მთავარი ინიციატივა, რომელზეც სააკაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს ისაუბრა. პრეზიდენტის თქმით, საქართველოში ჩამოსვლა შეუძლია რუსეთის ყველა იმ მოქალაქეს, რომელიც თავისუფალია კორუფციისაგან, ძალადობისაგან, ადამიანის ღირსების შელახვისა და ბიუროკრატიული წნეხისგან.პრეზიდენტის ვიზიტი პარლამენტში თითქმის ხუთ საათს გაგრელდა. ეს მიხეილ სააკაშვილის ბოლო გამოსვლა იყო ამ პარლამენტში. საქართველოს პრეზიდენტს სიტყვა ტაშით 40-ჯერ შეაწყვეტინეს.`მჭიდრო კავშირს ვკრავთ დასავლეთთან, მაგრამ ამავე დროს ვართ დაინტერესებული რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებით. ჩვენ ვიცით, რომ ეს მარტივი არ არის, მაგრამ რუსეთი არის და ყოველთვის იქნება საქართველოს მეზობელი, რაც განაპირობებს ჩვენს წადილს დავამყაროთ რუსეთთან მშვიდობა, ოღონდ ეს მშვიდობა უნდა იყოს რუსეთთან, რომელიც აღიარებს და ემორჩილება სუვერენულ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობის ყველა სამართლებრივ ნორმას,`- განაცხადა პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ საქართველო ღიაა ეკონომიკური ურთიერთობისთვის მეზობელ ქვეყანასთან. პრეზიდენტის თქმით, საქართველოს არასდროს დაუკეტავს საზღვარი რუსი ტურისტებისა და ბიზნესისთვის, ამიტომ საქართველოს ხელისუფლება მზადაა უფრო დიდი შანსი მისცეს მშვიდობას, რაც გამოიხატება ცალმხრივად სავიზო რეჟიმის გაუქმებაში.`დაე, ყველა რუსმა ბიზნესმენმა იცოდეს, რომ საქართველო ისეთივე მიმზიდველი საინვესტიციო ქვეყანაა მისთვის, როგორც ნებისმიერი სხვა ქვეყნის მოქალაქისთვის, კორუფციის, უკანონობისა და ბიუროკრატიული წნეხისაგან თავისუფალი; დაე, იცოდნენ რუსმა ტურისტებმა, რომ ნებისმიერ დროს შეუძლიათ ჩამოსვლა საქართველოში და აქ მათ ქართველებისთვის დამახასიათებელი სტუმართმოყვარეობით დახვდება ყველა; იცოდნენ, რომ მათ აქ არავინ დაუშლის მონატრებული ქართული ღვინისა და ბორჯომის დალევას,`- განაცხადა პრეზიდენტმა. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts