Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - პოლიციაში დაკითხვის შემდეგ მოქალაქე გარდაიცვალა


Recommended Posts

 

/get_img?ImageId=6551

ხაშურის ახლადაშენებული პოლიციის განყოფილება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ხაშურის რაიონულ  სამმართველოში ხაშურის მკვიდრი, 1965 წელს დაბადებული სოლომონ ქიმერიძემას შემდეგ დაიღუპა, როცა პოლიციელებს ის შენობაში დაკითხვის მიზნით ჰყავდათ შეყვანილი. შსს-ს ინფორმაციით, ქიმერიძე პოლიციის განყოფილებაში მესამე სართულიდან მეორე სართულზე ჩამოსვლისას კიბიდან გადმოვარდა.

შსს-ს ცნობით, მიმდინარე წლის 27 თებერვალს ხაშურში დაიწყო სისხლის სამართლის საქმის გამოძიება ბინის ქურდობის ფაქტზე. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით,  ხაშურის რაიონულ პოლიციაში ბრალდებულის სახით იკითხებოდა სოლომონ ქიმერიძე.

”დაკითხვის დროს ბრალდებული სოლომონ ქიმერიძე, ხაშურის რაიონულ სამმართველოს ადმინისტრაციული შენობის მესამე სართულიდან მეორე სართულზე  კიბეებზე ჩამოსვლისას   კიბის მოაჯირიდან გადმოვარდა და დაეცა პირველი სართულის ფოიეში, რის შედეგადაც მიიღო სხეულის მრავლობითი დაზიანებები.  პოლიციის თანამშრომლების მიერ დაუყოვნებლივ გამოძახებული იქნა ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და სოლომონ ქიმერიძე  გადაყვანილი იქნა ხაშურის რაიონულ საავადმყოფოში. მიმდინარე წლის  28 თებერვალს სიცოცხლესთან შეუთავსებადი ტრამვების გამო, ბრალდებული სოლომონ ქიმერიძე გარდაიცვალა,” - წერია შსს-ს ოფიციალურ განცხადებაში.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია სისხლის სამართლის საქმის გამოძიება  შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში.

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...