planetanews Posted February 28, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 28, 2012 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/05/reuters_new.jpgმარგარიტა ანთიძესაქართველო გააუქმებს სავიზო რეჟიმს რუსეთის მოქალაქეებისთვის, რადგან ის ინვესტიციის მოცულობის გაზრდას ცდილობს, განაცხადა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილმა სამშაბათს. ეს კეთილი ნების იშვიათი გამოხატულება იყო ორ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას შორის, რომლებიც 2008 წელს ერთმანეთს ომში დაუპირისპირდნენ.კრემლი უარს აცხადებს სააკაშვილთან რაიმე ტიპის კონტაქტზე მას შემდეგ, რაც რუსეთმა დამანგრეველი ძალით უპასუხა შეერთებული შტატების მიერ გაწრთვნილი საქართველოს არმიის შეტევას რუსეთის მხარდაჭერილ აჯანყებულ სამხრეთ ოსეთის რეგიონზე 2008 წლის აგვისტოში.მაგრამ სააკაშვილმა, რომელიც ხელისუფლებაში 2003 წელს მოვიდა, განაცხადა, რომ თბილისს სურს სავიზო რეჟიმის გაუქმება, რაც რუსი ბიზნესმენებისა და ტურისტებისთვის იმის სიგნალი იქნება, რომ საქართველო სიამოვნებით უმასპინძლებს მათ.„ჩვენ გვინდა მივცეთ შანსი მშვიდობას და რუსეთთან სავიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმების ინიციატივით გამოვდივართ“, – განაცხადა სააკაშვილმა პარლამენტში ქვეყნისადმი მისი ყოველწლიური მიმართვისას.„დაე იცოდეს ყველა რუსმა ბიზნესმენმა, რომ საქართველო მათთვის ყველა სხვა ქვეყანაზე უფრო მიმზიდველია“, – განაცხადა სააკაშვილმა, დასძინა რა, რომ საქართველოს მისწრაფება ნატოს სამხედრო ალიანსში და ევროკავშირში გაწევრიანებისკენ კვლავ მტკიცედ უცვლელია.სააკაშვილის თქმით, საქართველოს გადაწყვეტილება არ დაებლოკა რუსეთის გაწევრიანება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში, ცხადყოფს თბილისის სურვილს გააუმჯობესოს კავშირები მის ყოფილ იმპერიულ მმართველთან.თუმცა, ვლადიმერ პუტინის მოსალოდნელ გამარჯვებას 4 მარტის საპრეზიდენტო არჩევნებში, საეჭვოა, საქართველოსთან ურთიერთობის გაუმჯობესება მოჰყვეს.საქართველოს $15 მილიარდიანი ეკონომიკის ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორები თურქეთი, აზერბაიჯანი და უკრაინა არიან. რუსეთის $2.1 ტრილიონიანი ეკონომიკის ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორი ევროკავშირია.ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts