planetanews Posted February 28, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 28, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/images63.jpeg„ქრისტიან-დემოკრატების“ ერთ-ერთი წევრის მაგდა ანიკაშვილის პარლამენტში სიტყვით გამოსვლის მთავარი თემა ჯანდაცვისა და სოციალური სფეროს განვითარება იყო.მისი თქმით, დაზღვევის სისტემა, რომელიც დღეს არსებობს საქართველოში ხელს უშლის სადაზღვევო კომპანიების განვითარებას, რადგან ამ სისტემის ცენტრში დგას არა ადამიანი, არამედ ხელისუფლება, რომელიც უზრუნველყოფს დაზღვევის თანხის გადახდას.ანიკაშვილი აცხადებს, რომ აუცილებელია მოქალაქეს დაუბრუნდეს სადაზღვევო კომპანიის დაზღვევის პაკეტის თავად არჩევის უფლება, რადგან ეს უზრუნველყოფს კომპანიებს შორის კონკურენციის ზრდას და შესაბამისად მათს განვითარების.ანიკაშვილის გამოსვლა მიხეილ სააკაშილმა დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ მისი სიტყვა ძალიან შინაარსიანი იყო. საქართველოს პრეზიდენტმა „ქრისტიან-დემოკრატების“ ლიდერი საავადმყოფოების გახსნაზე დაპატიჟა, იმაში დასარწმუნებლად, რომ აღნიშნული სამკურნალო დაწესებულებები არ არის მხოლოდ ხელისუფლებისა და „ნაციონალური მოძრაობის“ პიარის ელემენტი. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts