planetanews Posted February 28, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 28, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/cagara-300x225.jpg„თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერმა და პარლამენტის დეპუტატმა, გიორგი ცაგარეიშვილმა პარლამენტში დებატებისას პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს „მდიდარი ჩინოვნიკების“ სახლების სურათები წარუდგინა.„თქვენი კარიერის დასსასრულს მინდა გაგახსენოთ, თუ როგორ დაიწყეთ ამ მკარიერისკენ მიმავალი გზა. ფოტოებით შეიარაღებული შევარდნაძის მთავრობას კორუფციაში ამხელდით, ახალა კი მინდა თვენი თანაგუნდელების სახლების ფოტოები გაჩვენოთ“, – განაცხდა ცაგარეიშვილმა და შსს-ს მინისტრის ვანო მერაბიშვილის, დავით კეზერაშვილის, უზენაესი სასამართლოს თავჯდომარის კოტე კუბლაშვილის და სხვათა სახლების სურათები „ააფრიალა“.როგორც ცაგარეიშვილმა დებატებისას აღნიშნა, საწვავის ფასი საქართველოში კარტერული შეთანხმებების გამო იზრდება.„თქვენ ამბობთ, რომ საწვავის ფასი საქართველოში მსოფლიოში ფასების ზრდის გამო იზრდება, არადა ეს თქვენ ადგენთ ამ ფასებს. რით ახსნით იმას, რომ ერთ დღეს ხუთი სხვადასხვა კომპანია უმატებს ფასებს საწვავს, როგორც ეს 13 და 26 თებერვალს მოხდა, ნუთუ ერთ კომპანიას მაინც არ ქონდა მარაგი, რომ კონკურენცია გაეწია სხვებისთვის. ეს სხვა არაფერია თუ არა კარტერული შეთანხმება, რომელიც კანონით ისჯება,“- განაცხდა ცაგარეიშვილმა და დასძინა, რომ სწორედ ასეთი მონოპოლიის შედეგად ხდება ფასების ზრდა პირველადი მოხმარების საგნებზე პირველ რიგში კი პურზე, ხოლო რაც შეეხება ხორცს, ის ფუფუნების საგანი გახდა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts