Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - სააკაშვილი: ბაღათურიას და მისნაირების ბუნებრივი მდგომარეობა ტალახშია


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/01/saakashvili22.jpgპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტის სხდომათა დარბაზი “ქართული დასის” ლიდერის ჯონდი ბაღათურიას გამოსვლის დროს დროებით დატოვა.

იგი სასესიო დარბაზიდან მაშინ გავიდა, როდესაც ტრიბუნიდან ჯონდი ბაღათურიამ პრეზიდენტი და მისი ოჯახის წევრები იმაში დაადანაშუალა, რომ ყველაზე მსხვილ ბიზნესს სააკაშვილი და მისი ოჯახი ფლობს და რომ მიხეილ სააკაშვილის ოჯახი ყველაზე მდიდარია საქართველოში.

ბაღათურიას თქმით, სააკაშვილის დედა განათლების ბიზნესში ფლობს წილებს, ხოლო მამა ყველა ბალნეოლოგიურ კურორტს ფლობს.

სააკაშვილმა ბაღათურიას უპასუხა, რომ მამამისი ნამდვილად ერთ-ერთი კურორტის დირექტორია, და რადგან ბაღათურიას და მისნაირის ბუნებრივი მდგომარეობა ტალახშია, პრეზიდენტი მამამისს სთხოვს, ბაღათურიას საუკეთესო ხარსიხის ტალახით სავსე აბაზანა გაუმზადოს.

დარბაზში დაბრუნდების შემდეგ, სააკაშვილმა ბაღათურიას მიმართა და აცნობა, რომ მან მამამისს გადაურეკა და ტალახით სავსე აბაზანა მოამზადებინა.

„ასე რომ, შეგიძლიათ ჩასხდეთ ყვითელ ავტობუსში ეს და მეორე სუბიექტი [გია ცაგარეიშვილი], აბაზანა გელოდებათ“, – დასძინა პრეზიდენტმა.

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...