planetanews Posted February 28, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 28, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/ciskarishvili1-300x2031.jpgუმრავლესობის ლიდერის პეტრე ცისკარიშვილის აზრით, საპარლამენტო და არამარტო საპარლამენტო უმცირესობა მხოლოდ იმას ცდილობს, როგორმე ოლიგარქის ყურადღება მიიპყროს.ამის შესახებ ცისკარიშვილმა პარლამენტში მიმდინარე დებატების მიმდინარეობისას განაცხადა.ცისკარიშვილმა ყურადღება გაამახვილა იმ რეფორმებზე, რომელიც გატარდა 2003 წლის შემდეგ, კერძოდ ის შეეხო კორუფციასთან ბრძოლას და აღნიშნა, რომ ეს პრობლემა საქართველოში უკვე დამარცხებულია„ხართ თუ არა მზად მოიგოთ სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნები? დღეს საპარლამენტო და არამარტო საპარლამენტო უმცირესობა მხოლოდ იმას ცდილობს, როგორმე ოლიგარქის ყურადღება მიიპყროს და რეალურად ისინი არ არიან მზად არჩევნებში გასამარჯვებლად. კრიმინალური ვითარებაც საქართველოში დღეს ბევრად უკეთესია,ვიდრე ის იყო 8 წლის წინ, როდესაც ქურდული სამყარო ე.წ. მეოთხე ხელისუფლებას წარმოადგენდა და რეალურად მართავდა ქვეყანას. საქართველოს ბიუჯეტი 12-14-ჯერ მეტია, ვიდრე ადრე და პარლამენტარებს აღარ ახსოვთ სიტყვა სეკვესტრი, რომელიც ბიუჯეტის შემცირებას გულისხმობს.–განაცხადა ცისკარიშვილმა.უმრავლესობის წარმომადგენელი შეეხო პენსიების თემასაც და პირობა დადო, რომ წლის ბოლომდე პენსიების ნიშნული 100 დოლარს გაუთანაბრდება. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts