planetanews Posted February 28, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 28, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/ElisoChaoidze1-300x199.jpgსაქართველოს პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლის შეფასებისათვის ”ექსპრესნიუსი” ესაუბრა ”ქართული ოცნების” საინიციატივო ჯგუფის ერთერთ წევრს ელისო ჩაფიძეს.- რამდენად რეალისტური იყო მთლიანობაში პრეზიდენტის გამოსვლა?- მე ვფიქრობ, ყველაზე საინტერესო პრეზიდენტის ის წამოცდენა იყო, რომ ნაციონალურ მოძრაობას აქვს შანსი, კიდევ ათეულობით წლები მართოს ქვეყანა და ის ამის დათმობას არ აპირებს. პრაქტიკულად, მან დაადასტურა, რომ არ აპირებს ხელისუფლების ოფიციალურ გადაცემას, რაც მეტად საშიშია. - ვისთვის იყო გათვლილი ეს გზავნილები?- გამოსვლა, ბუნებრივია, მოსახლეობაზე იყო გათვლილი, რადგან ის ეცადა, ყველა სოციალურ ფენას რაიმეს დაჰპირებოდა, მაგრამ მე ვერ დავინახე, როგორ აპირებს ის სადაზღვევო ანდა საპენსიო პროგრამების დაფინანსებას და ეს ძალიან ჰგავდა მოქალაქეთა კავშირის წინასაარჩევნო დაპირებას მილიონი სამუშაო ადგილის შესახებ- რუსეთთან ცალმხრივი სავიზო რეჟიმის ამოქმედება თუ არის სიგნალი 4 მარტის საპრეზიდენტო არჩევნებისათვის?- ასევე გაუგებარია, რას ნიშნავს რუსეთთან უვიზო რეჟიმის შემოღება, რადგან ეს ნაბიჯი არც ახსნილია და არც დასაბუთებული.მე მაინტერესებს, ხომ არ გამოიწვევს ეს ჩრდილოკავკასიიდან ბოევიკების შემოსვლას, როგორ იმოქმედებს ასეთი რეჟიმი საქართველოს ოკუპირებული რეგიონების – აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მოსახლეობის ბედზე - რა იყო პოზიტიური პრეზიდენტის გამოსვლაში?- პოზიტიურია სადაზღვევო პროგრამებისა და სოფლის მეურნეობის განვიათრებაზე დაპირება, მაგრამ ის უნდა აისახოს ადამიანების ჯანმრთელობასა და სოფლის მეურნეობაზე, თორემ ლაპარაკი ამ თემაზე, ბუნებრივია, ძალიან მომგებიანია.- როგორ ფიქრობთ, რატომ არ ესწრებოდა შსს მინისტრი პრეზიდენტის გამოსვლას?- ალბათ, ფიქრობდა, რომ 26 მაისის აქციის სასტიკად დაშლასა და ადამიანების მკვლელობაზე დაუსვამდნენ კითხვას, მაგრამ მე ეს კითხვა, სამწუხაროდ, ვერ მოვისმინე.-პრეზიდენტიმა ახსენა 5 პუნქტიანი სამოქმედო გეგმა, თუმცა 3 მათგანზე ისაუბრა…- კულტურული მემკვიდრეობა და ადამიანის უფლებები ზოგადად, არ შედიოდა საპრეზიდენტო პრიორიტეტებშისიმართლე გითხრათ, ვერ გავიგე, რა გეგმაა. რადგან აქ უფრო წინასაარჩევნო დაპირებები იყო და არა – სამოქმედო გეგმა. პრეზიდენტის გამოსვლა ანგარიშის ჩაბარება უნდა ყოფილიყო საზოგადოებისათვის და ბუნებრივია, მომავალზე საუბარიც, მაგრამ უცნაურია, როცა 5-პუნქტიანი გეგმიდან მხოლოდ 3-ს გვაცნობს… ძალიან ცუდია, რომ არ ვსაუბრობთ ადამიანის უფლებებზე, ციხეებში არსებულ მდგომარეობაზე, განათლებაში არსებულ პრობლემებზე…საერთო ჯამში, პრეზიდენტის ბოლო გამოსვლა წინასაარჩევნო აგიტაციას უფრო ჰგავდა, ვიდრე – საქმიან საპარლამენტო ანგარიშს. და მისი პათოსი, დაპირებები ბავშვების გაჩენის შემთხვევაში დახმარების მიცემის შესახებ გამოწვეულია ბიძინა ივანიშვილის გამოჩენით ქართულ პოლიტიკაში.ესაუბრა ნინა ფირცხალავაExpressnews იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts