Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - ბაღათურიამ სააკაშვილი როსტომ-ხანს შეადარა


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/11/bagaturia-300x203.jpg“ქართული დასის” ლიდერმა და ფრაქცია “ერთობა სამართლიანობისთვის” წევრმა დეპუტატმა ჯონდი ბაღათურიამ პრეზიდენტი მიხეილ  სააკაშვილი როსტომ- ხანს შეადარა.

როგორც ბაღათურიამ პარლამენტში დებატებზე განაცხადა, ყველას ახსოვს როცა 2008 წლის აგვისტოში რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა გორი დაიკავეს და თბილისისკენ დაიძრნენ, მაშინ მთავრობის და ზოგიერთმა პარლამენტის წევრმა საფრთხის წინაშე მიატოვა ხალხი და სამარცხვინოდ გაიქცა “წითელ ხიდზე” საკუთარი ტყავის და ქონების გადასარჩენად. მისი თქმით, ამისთვის პასუხი არავის არ უგია.

ბაღათურიამ პრეზიდენტს შეახსენა, რომ სწორედ ამ ომში დაღუპული გმირის, გელა ჭედიას მშობლიური სკოლა დაიხურა.

“თქვენ ამ სკოლას მისი სახელი მიანიჭეთ და თავი გაიპიარეთ როგორც დაღუპულთა ხსოვნაზე მზრუნველმა. ეს სკოლა, ზუსტად ორ კვირაში, თქვენმა განათლების მინისტრმა დახურა”, – განაცხადა ბაღათურიამ.

მისივე თქმით, პრეზიდენტმა, თქვენ, ორჯერ ძალადობის გზით მიიტაცა ძალაუფლება – ერთხელ 2003-ში, აი, პარლამენტის დარბაზში შეჭრით და მეორედ, 2008 წლის 5 იანვარს, როცა არჩევნები გააყალბა.

“დღეს თქვენ ვეღარ ელევით მიტაცებულ ძალაუფლებას, თქვენს ინტერესებზე მოირგეთ კონსტიტუცია და ცდილობთ ძალაუფლების შენარჩუნებას სრულიად უკანონო გზით. ამ კონსტიტუციის წინააღმდეგი იყო მთელი ქართული საზოგადოება, მთელი პოლიტიკური სპექტრი, გარდა რამდენიმე თქვენი სატელიტური ორგანიზაციისა”, – განაცხადა ბაღათურიამ.

მისივე თქმით, ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით სააკაშვილი ანტიეროვნულ, ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას აგრძელებს და ცდილობს ბათუმის ცენტრში ააშენოთ თურქ–ოსმალთა იმპერიის სულთნის აზიზიას სახელობის მეჩეთი, სიმბოლო ოსმალთა იმპერიის ბატონობისა საქართველოზე და სიმბოლო საქართველოს დამარცხებისა.

“თქვენ ხშირად ცდილობთ პარალელები გაავლოთ ქართველ მეფეებთან, რომელთანაც არაფერი საერთო არ გაქვთ. თუ რომელიმე მეფეს მაგონებთ ეს არის როსტომ-ხანი, ტომით ქართველი, აღზრდით და ცნობიერებით სპარსი… ამიტომაც თქვენ, ისევე როგორც როსტომ–ხანი თავგანწირვით ებრძვით საქართველოს ეკლესიას, ქართულ კულტურას, ტრადიციებს, ქართულობის ყოველგვარ გამოვლინებას”, – მიმართა ბაღათურიამ პრეზიდენტს და დასძინა, რომ საქართველოში აღარავის ბატონობის სიმბოლო აღარ აშენდება, არც რუსეთის და არც ოსმალეთის.

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...