planetanews Posted February 28, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 28, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/a15180-300x225.jpg„ქრისტიან დემოკრატების“ ერთ–ერთი ლიდერი გიორგი ახვლედიანი დაინტერესდა იმით, დარჩება თუ არა მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებაში 2013 წლის არჩევნების შემდეგ.ამის შესახებ ახვლედიანმა პარლამენტში დებატებისას განაცხადა.„ბატონო მიხეილ გინდათ დასავლეთის თვალში დემოკრატიულ მმართველად დარჩეთ თუ გაუყვებით მუბარაქის და კადაფის გზას? ანუ გადაწყვეტთ ხელისუფლებიდან წასვლას, თუ სადავეები კვლავ თქვენს ხელში აღმოჩნდება. ამაზე პასუხს გთხოვთ როგორ უმცირესობა ასევე მთელი ერი. აპირებთ თუ არა დატოვოთ თანამდებობა და ხელისუფლების ჩანაცვლება დემოკრატიულმა არჩევნებმა განსაზღვროს“,- განაცხადა გიორგი ახვლედიანმა.ახვლედიანმა მიხეილ სააკაშვილის 1999 წელის მოვლენაც გაახსენა სადაც მაშინდელ შინაგან საქმეთა მინისტრ კახა თარგამაძეს მადლობას უხდიდა არჩევნების ჩატარებისთვის, რომელიც გაყალბდა. ახვლედიანს სიტყვა პრეზიდენტმა გააწყვეტინა და დასძინა, რომ მადლობას არა შინაგან საქმეთა მინისტრს, არამედ გარდაცვლილ პოლიციელს უხდიდა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts