lasha_alo Posted February 28, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 28, 2012 http://geurasia.org/news/qarthveli-muslimebi-azizies-mechethis-winaagdmeg/მედიანიუსის“ ინფორმაციით, აჭარაში მცხოვრებ მუსლიმთა ნაწილი ბათუმში სულთან აბდულ აზიზიეს სახელობის მეჩეთის აშენებას ეწინააღმდეგება.ეს განცხადება მუსლიმანთა საზოგადოების მრევლმა დღეს გაზეთ „აჭარა პ.ს“-ის ოფისში გააკეთა.თურქეთსა და საქართველოს შორის მიმდინარე მოლაპარაკებას ისინი პოლიტიკურ გადაწყვეტილებად აფასებენ და მიიჩნევენ, რომ მეჩეთის მშენებლობის საკითხი მუსლიმანური სამყაროს მრევლმა უნდა გადაწყვიტოს და არა ორმა სახელმწიფომ, – იუწყება „TV25“.მუსლიმთა საზოგადოების ნაწილი აჭარის მამულიშვილთა კავშირის მიმართვას უერთდება. საინიციატივო ჯგუფში 50 კაცია გაერთიანებული. მათ აზიზიეს მეჩეთის აგების საწინააღმდეგოდ 150 ხელმოწერა შეაგროვეს.შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და თურქეთის მთავრობებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რომლის თანახმადაც, თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული ეკლესიების რესტავრაციის სანაცვლოდ თურქულმა მხარემ საქართველოში რამდენიმე მეჩეთს რესტავრაცია უნდა ჩაუტაროს, ბათუმში კი სულთან აბდულ აზიზიეს სახელობის მეჩეთი ააშენოს. მოლაპარაკებები უკვე ერთი წელია გრძელდება. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted February 29, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 29, 2012 მე ამ პოზიციას ვიზიარებ: ზოგიერთი პრინციპული მოსაზრებაკულტურული მემკვიდრეობის ძეგლების თაობაზე საქართველოსა და თურქეთს შორისმიმდინარე მოლაპარაკებებთან დაკავშირებითდავით უსუფაშვილირესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე4 მარტი, 2011საქართველოს სახელმწიფოებრიობის საშინაო და საგარეო გარანტიების ფორმირების პროცესირთული და წინააღმდეგობრივია. ამიტომ ყველა მიმდინარე სახელმწიფოებრივი მნიშვნელობისსაკითხის გადაწყვეტა განსაკუთრებულ სიფრთხილეს და სტრატეგიულ გააზრებას მოითხოვს.დღეისათვის არსებობს ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსი იმის თაობაზე, რომ თურქეთთანკეთილმეზობლური და მეგობრული თანამშრომლობის გაღრმავება ქვეყნის უმნიშვნელოვანესისტრატეგიული ინტერესია. ყველას კარგად გვესმის ისიც, რომ მრავლისმომცველსახელმწიფოთაშორის ურთიერთობებში ყველა ქვეყანა საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარემოქმედებს და არსებობს საკითხები, რომელთა თაობაზე ქვეყნებს განსხვავებული ხედვები დაამოცანები შეიძლება აღმოაჩნდეთ. მეგობარი ქვეყნები ვალდებულნი არიან მაქსიმალურადგაითვალისწინონ ერთმანეთის ინტერესები და ეძიონ ურთიერთმისაღები კომპრომისები.ქართული სახელმწიფოს მოვალეობაა ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მოვლა-პატრონობა და მომავალი თაობებისთვის მათი შემონახვა. განსაკუთრებული ზრუნვის საგანი უნდაიყოს სხვა ქვეყნების ტერიტორიაზე მდებარე ძეგლები, რომელთა დაცვა და მოვლა-პატრონობახშირად პოლიტიკური კონიუნქტურის გამო რთულდება. ამიტომ, მივესალმები საქართველოსმთავრობის მცდელობას თურქულ მხარესთან მიაღწოს შეთანხმებას ისტორიული ტაო-კლარჯეთისტერიტორიაზე არსებული ქართული კულტურის ძეგლების დაცვის თაობაზე, რაც მრავალი ათეულიწლის განმავლობაში მიუღწეველ ოცნებად რჩებოდა. აღნიშნული შეთანხმების მიღწევაგანსაკუთრებით საშური საქმე ხდება ძეგლების მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით.ბუნებრივია, რომ მოლაპარაკებების პროცესში თურქულმა მხარემ გამოთქვა ინტერესი საქართველოსტერიტორიაზე არსებული იმ ძეგლების დაცვასთან დაკავშირებით, რომლებიც მას მიაჩნიაგანსაკუთრებული კულტურულ-ისტორიული ღირებულების მქონედ. ქართულმა მხარემგულდასმით უნდა განიხილოს ყოველი კონკრეტული საკითხი და გადადგას გონივრული დადასაბუთებული შემხვედრი ნაბიჯები.ამასთანავე, სახელმწიფოების შეთანხმება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის თაობაზეარ უნდა ითვალისწინებდეს სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე ისტორიულად არსებული და დროთაგანმავლობაში განადგურებული ძეგლების ადგილზე მსგავსი შენობების ხელახლა აშენებას. ვთვლი,რომ ამგვარი პრეცედენტის დაშვება საქართველოს მრავალ პრობლემას შეუქმნის საერთაშორისოურთიერთობებში, ისევე, როგორც მსოფლიოში მრავალ სხვა მეზობელ ქვეყანას მიიყვანდა იგისერიოზულ გართულებებამდე. სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე ისტორიულად არსებული და სხვადასხვამიზეზით განადგურებული ძეგლების ხელახლა აშენება იძენს უფრო პოლიტიკურ, ვიდრეკულტურულ დატვირთვას. ახლიდან შექმნილი ძეგლის ასლი არის ასლი და არა ძეგლი. შესაბამისად,ასეთი ქმედებით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს კი არ ვიცავთ, არამედ პოლიტიკურიისტორიის კონკრეტული მომენტს ვუდგამთ ძეგლს. პოლიტიკური ისტორიის ესა თუ ის მომენტი კიმეზობელი სახელმწიფოებისთვის ზოგჯერ ერთნაირად საამაყოა, ზოგჯერ - ერთნაირად მტკივნეული,უფრო ხშირად კი - ერთისთვის საამაყო და მეორისთვის მტკივნეული.სახელმწიფოს და ეკლესიის გამიჯვნის ფუნდამენტური პრინციპის შესაბამისად,სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების საგანი არ უნდა იყოს ისეთი რელიგიური საკითხები, როგორიცაარელიგიური-საკულტო დაწესებულებების შექმნა ან გაუქმება. სახელმწიფოთაშორისი შეთანხმებითრელიგიური დაწესებულების სტატუსის განსაზღვრა ან გარანტიების დაწესება რელიგიურდაწესებულებას სძენს პოლიტიკურ-რელიგიური დაწესებულების შინაარსს. ისტორია დათანამედროვეობა კი ცხადყოფს, რომ სახელმწიფოების პოლიტიკური ურთიერთობები უაღრესადცვალებადი ხასიათისაა და კრიტიკულ ვითარებებში სახელმწიფოები რელიგიურ ორგანიზაციებსპოლიტიკის ინსტრუმენტად განიხილავენ. ამიტომ, რელიგიური დაწესებულებების ფუნქციობასთანდაკავშირებული საკითხები აღმსარებლობის თავისუფლების ფუნდამენტური პრინციპისგათვალისწინებით უნდა დარეგულირდეს შეასაბამისი იურისდიქციის მქონე რელიგიურიორგანიზციების მიერ.სრულიად განსხვავებული საკითხია ქვეყნებს შორის კულტურული თანამშრომლობის თემა, რომლისფარგლებშიც შესაძლოა დაიდოს შეთანხმებები კულტურის ცენტრების, მუზეუმების,საგანმანათლებლო თუ სახელოვნებო დაწესებულებების მშენებლობის და ფუნქციობის შესახებ.ამგვარი კულტურული დაწესებულების დანიშნულებიდან გამომდინარე მათი განთავსების ადგილი,პირობები, არქიტექტურული და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები შესაბამისი ადმინისტრაციულიერთეულის უფლებამოსილ ორგანოებთან შეთანხმებით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ისეუნდა გადაწყდეს, რომ მათ ნამდვილად შეძლონ ხალხებს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობისგაღრმავება. შესაბამისად, ამგვარი საკითხები საქართველოსა და თურქეთს შორის მიმდინარემოლაპარაკებების დროს უნდა გადაწყდეს ძეგლების დაცვის საკითხისგან სრულიად განსხვავებულპრინციპებითა და მექანიზმებით.ვინაიდან საქართველოსა და თურქეთის მთავრობებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებები ეხებაუმნიშვნელოვანეს სახელმწიფოებრივ საკითხებს, საქართველოს მთავრობამ საზოგადოებასდროულად და ამომწურავად უნდა მიაწოდოს საჭირო ინფორმაცია და საქართველოს მოქალაქეებს,მათ შორის, რესპუბლიკური პარტიის წევრებს, უნდა ჰქონდეთ ამ საკითხებზე საკუთარი პოზიციებისგამოხატვის, დისკუსიებისა და პოზიციების შეჯერების დრო და საშუალება.საქართველოში მართლმადიდებლური ეკლესიის რელიგიური დაწესებულებების გვერდითფუნქციონირებს სხვა რელიგიების საკულტო დაწესებულებები, ისევე, როგორც სხვადასხვა ქვეყნებშიარსებობს და იხსნება ქართული მართლმადიდებლური ეკლესიები. ცხადია, სახელმწიფოებითავიანთი დიპლომატიური წარმომადგენლობების მეშვეობით შეიძლება დაეხმარონ უცხოეთშიმცხოვრებ მორწმუნეებს თავიანთი რელიგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაში, ისე, როგორცამას აკეთებენ სქართველოს საელჩოები სხვადასხვა ქვეყნებში. ეს პროცესი შეუქცევადია და იგი უნდაგაგრძელდეს ამა თუ იმ რელიგიური თემების მოთხოვნილებების და შესაძლებლობების მიხედვით დასახელმწიფოების მინიმალური მონაწილეობით. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.