Jump to content
Planeta.Ge

argumenti.ge შოუს მოლოდინში – ვინ აჯობებს დებატებზე ქრისტიან დემოკრატები თუ ნაციონალური მოძრაობა


Recommended Posts

http://www.argumenti.ge/wp-content/uploads/2012/02/parl-150x150.jpgსაქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს, 20.00 საათზე პარლამენტში მივა და ყოველწლიური მოხსენებით წარსდგება. საზოგადოებაში მოლოდინი დიდია ვინაიდან მოქმედ პარლამენტს სააკაშვილი ბოლო ანგარიშს აბარებს.

არის ვარაუდი რომ ორთქლს ოპოზიცია გამოუშვებს, ხელისუფლება კი წინასაარჩევნოდ გამოიყენებს ტრიბუნას.

როგორც ჩანს დებატებზე იაქტიურებენ „ქრისტიან–დემოკრატები“ რომლებსაც წინასაარჩევნოდ მათი პროგრამის და ინიციატივების გაჟღერება არანაკლებ სურთ, შესაბამისად ისინი მზად არიან ხელისუფლების წინაშე ბევრი საკითხი დააყენონ განსაკუთრებით კი, სოციალური საკითხები. ეს ის თემაა რომელიც ამომრჩეველს კარგად იზიდავს.

“ქრისტიან-დემოკრატი” დეპუტატი ლევან ვეფხვაძე მიიჩნევს, რომ დღევანდელი დებატებს შედეგი იმ შემთხვევაში ექნება, თუ მის შემდეგ “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭრების 10% მაინც დაფიქრდება საკუთარ არჩევანზე.

როგორც პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, სკეპტიკოსების ნაწილი ფიქრობს, რომ საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტის მოსვლა მხოლოდ “ბოლის გამოშვებაა”, მაგრამ პრეზიდენტის პარლამენტში მისვლის და შემდეგ დებატების გამართვის ტრადიცია, ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის.

მისი თქმით, დებატები ძირითადად “ნაციონალურ მოძრაობასა” და “ქრისტიან-დემოკრატებს” შორის დებატებად გადაიქცა, რომელიც პროგრამულია და ეხება ქვეყნის დემოკრატიულ მომავალს, განვითარებას და სწორედ ამ დებატებით იხსნება ყოველწლიურად პოლიტიკური სეზონი.

ვეფხვაძემ აღნიშნა, რომ ამ დებატებით, მოსახლეობა კარგად ხვდება, თუ რა სხვაობაა “ნაციონალებსა” და “ქრისტიან-დემოკრატებს” შორის.

ის რომ ორ პარტიას რომლებსაც საზოგადოების ერთი ნაწილი ვერაფრით ანსხვევებს, „მისაწოლ“ თემად სოციალური საკითხები ტყუილად არ შეურჩევიათ, იმ ფონზე როცა საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობენ, ამ ამომრჩევლის გულის მოსაგებად პარტიები მზად არიან ჯიდილში გალიონ რეგლამენტით განკუთვნილი დრო.

ცხადია ცუდი არაფერია იმაში თუ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და “ქრისტიან-დემოკრატები“ პედალირებას სოციალურ თემებზე გააკეთებენ მაგრამ რთულად წარმოსადგენია იმის ნება რომ რომელიმე პარტია „ლაპარაკს საქმედ აქცევს“. პასუხი მარტივია: არ ვართ ბატონო ჯერ ხელისუფლებაში, მეორე სემთხვევაში კი, გვაცალეთ ბატონო ვაკეთებთ.

რეგლამენტის მიხედვით, პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ დაგეგმილი დებატები “პოლიტიკური დებატების” ფორმატით გაიმართება. კერძოდ, პოლიტიკურ დებატებში გამოსვლებისთვის უმრავლესობასა და უმცირესობას ეძლევა თითოეულს 45 წუთი, ფრაქციასა და პარლამენტის თავმჯდომარეს (სხდომის თავმჯდომარეს) – თითოეულს 15 წუთი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს – 10 წუთი, პარლამენტის წევრს, რომელიც არ არის გაერთიანებული არც ერთ ფრაქციაში, – 5 წუთი. ფრაქცია, უმრავლესობა და უმცირესობა მათთვის გამოყოფილი დროის ფარგლებში განსაზღვრავენ გამომსვლელთა რაოდენობასა და მათზე დროის გადანაწილების სქემას.

პოლიტიკურ დებატებში გამომსვლელთათვის გამოყოფილი დროის გაზრდა დაუშვებელია.

დღეს, რომ ორი პარტიის შესაძლოა, შეთანხმებული შოუ გაიმართება, ეჭვი ამაში არავის ეპარება. მთავარია რამდენად მოქნილი იქნება შოუს ელემენტები და დამაჯერებელი გაჟღერებული ინიციატივები.

 

ანდრო მუხრანელი

argumenti.ge

 

argumenti.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...