planetanews Posted February 28, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 28, 2012 http://rustavi2.com/news_photos/02_12/60122.jpg ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დიმიტრი მედოევი საპრეზიდენტო კანდიდატად დაარეგისტრირა. საოკუპაციო რეჟიმის ელჩი მოსკოვში ე.წ. საარჩევნო ბიულეტენში მესამე ნომრად ჩაიწერა. ექსპერტების შეფასებით, მას შემდეგ, რაც ნოემბერში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებში კრემლის კანდიდატი ანატოლი ბიბილოვი ალა ჯიოევასთან დამარცხდა, მოსკოვმა არჩევანი დიმიტრი მედოევზე გააკეთა. ხელახალი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 25 მარტისთვის დაინიშნა. დიმიტრი მედოევთან ერთად, საოკუპაციო რეჟიმის პრეზიდენტის პოსტისთვის დაზვერვის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ლეონიდ თიბილოვი და ადამიანის უფლებათა დამცველი დავით სანაკოევი იბრძოლებენ. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts