planetanews Posted February 28, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 28, 2012 ტელეკომპანია ”მაესტრო” ეროსი კიწმარიშვილისა და საქართველოს შინააგან საქმეთა სამინსიტროს წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩივილს აპირებს. ამის შესახებ დღეს, 28 თებერვალს, გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა ”მაესტროს” იურისტმა დიმიტრი გაბუნიამ.”სასამართლოში შეგვაქვს სარჩელი, რითაც რუსთავის მედიის მართვის კომპანიას და ეროსი კიწმარიშვილს ვთხოვთ მილიონ 200 ათასი დოლარის ექვივალენტს ლარში ზიანის ასანაზღაურებლად. ვინაიდან, რუსთავის მედიის მართვის კომპანიასთან შეწყვეტილი არის ყველანაირი სამართლებრივი კონტრაქტი და დღეის მდგომარეობით უკვე სამი თვე გავიდა, რაც ყოველგვარი მოტივაციის გარეშე იმყოფება იმ შენობაში, სადაც ტელეკომპანია მაესტრო იყო განთავსებული,” - განაცხადა დიმიტრი გაბუნიამ. მისივე ინფორმაციით, ტელეკომპანიაში დარჩენილი ტექნიკა დაზიანებულია და ტელეკომპანიისთვის სრულიად გამოუსადეგარი.”მაესტროს” მეორე სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში შსს-ს წინააღმდეგ შეაქვს, რათა ბათილად იქნას ცნობილი ყველა ის აქტი, რითაც უარი ეთქვა ტელეკომპანია ”მაესტროს” ოფისიდან ”რუსთავის მედიის მართვის კომპანიისა” და ეროსი კწმარიშვილის გამოსახლებაზე. სრული ინფო(netgazeti.ge) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts