planetanews Posted February 28, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 28, 2012 http://saqinform.ge/images/stories/society/1875-natia-mogeladze.jpgთბილისი, 28 თებერვალი, საქინფორმი. საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნება“, მისი დონორი კერძო პირი და ამ შემომწირველის დამსაქმებელი კომპანია, თითოეული 200 000 ლარით დაჯარიმდა იმ შემოწირულობის გამო, რომელიც, კონტროლის პალატის შეფასებით, უკანონო იყო, რადგან პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შესახებ რეგულაციების მიერ დაწესებული შეზღუდვების გვერდის ავლას ისახავდა მიზნად.20 თებერვალს კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა განაცხადა, რომ ივანიშვილის „ქართუ ჯგუფში“ შემავალი კომპანია „ქართუ მშენებელის“ თანამშრომელმა თავისი დამსაქმებლისგან 40 000 ლარის ოდენობით უჩვეულოდ მაღალი პრემია მიიღო, რომლის ნახევარიც მან მალევე „ქართულ ოცნებას“ გადაურიცხა შემოწირულობის სახით.<span style="font-size: 10pt;" />„ქართული ოცნება“ ფორმალურად არ არის პოლიტიკური პარტია, თუმცა მონიტორინგის სფეროში მოექცა, როგორც კონტროლის პალატა ამბობს, გაცხადებული პოლიტიკური მიზნების გამო. საქინფორმი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts