planetanews Posted February 28, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 28, 2012 http://saqinform.ge/images/stories/society/fosta-ocneba-qartuli.jpgთბილისი, 28 თებერვალი, საქინფორმი. საზოგადოებრივ მოძრაობა „ქართულ ოცნების“, მისი შემომწირველისა და კომპანიის დაჯარიმების თაობაზე მოძრაობა სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნავს, რომ კონტროლის პალატის გადაწყვეტილება უკანონოა, რასაც მოძრაობის ადვოკატები სასამართლოში გაასაჩივრებენ.<span style="font-size: 10pt;" />„ხელისუფლების მხრიდან ზეწოლა კვლავ გრძელდება. საქართველოს კონტროლის პალატამ დღეს მორიგი უკანონო გადაწყვეტილება მიიღო – საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნება“ 200 ათასი ლარით დააჯარიმა. გასათვალისწინებელია ის, რომ 2012 წლის 6 თებერვალს „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს კონტროლის პალატას ადმინისტრაციული საჩივრითმიმართა, რომლის განხილვაც მიმდინარე წლის 2 მარტსაა დანიშნული. ამდენად, თუ 2 მარტს დაკმაყოფილდება საჩივარი და „ქართულ ოცნებაზე“ არ გავრცელდება კონტროლის პალატის მონიტორინგი, მაშინ კონკრეტული პირების მოქმედებებში სამართალდარღვევის ნიშნების ძიება აზრს დაკარგავს. ამიტომ საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების“ ადვოკატებმა შუამდგომლობით მიმართეს კონტროლის პალატას და მოსთხოვეს მას, 27 თებერვალს, დილის 10 საათზე, დანიშნული საქმის განხილვა გადაედო 2 მარტისთვის, ანუ მთავარი სხდომის ჩატარებამდე, რაც კონტროლის პალატამ სრულიად უკანონოდ არ დააკმაყოფილა“, – აცხადებენ ბიძინა ივანიშვილის მოძრაობაში. საქინფორმი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts