planetanews Posted February 28, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 28, 2012 http://saqinform.ge/images/stories/society/evrosoyuz1.jpgთბილისი, 28 თებერვალი, საქინფორმი. ბრიუსელში შეკრებილმა 27 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მიიღეს დოკუმენტი სამხრეთ კავკასიის თაობაზე, რომელშიც გამოხატულია კიდევ ერთი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ. მასში მკაფიოდაა დაფიქსირებული მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში.დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებას ევროპისადმი. გარდა ამისა, ევროპა რუსეთს კიდევ ერთხელ ახსენებს აღებულ ვალდებულებებს და მოუწოდებს, საკუთარ თავზე აიღოს უკვე აღებული ვალდებულება სამხედრო ძალის გამოუყენებლობის შესახებ.<span style="font-size: 10pt;" />დოკუმენტის თანახმად, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერ სამხედრო შეიარაღების ზრდა და ინფრასტრუქტურის განმტკიცება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დადებულ შეთანხმებას ეწინააღმდეგება. საქინფორმი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts