planetanews Posted February 28, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 28, 2012 http://saqinform.ge/images/stories/society/evrokomisari-vachrobis-saki.jpgთბილისი, 28 თებერვალი, საქინფორმი. ევროკომისარი ვაჭრობის საკითხებში კარელ დე გუხტი დღეს თბილისს ეწვევა და საქართველოსთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებებს დაიწყებს.როგორც კარელ დე გუხტის სამსახურის მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია ნათქვამი, საქართველოში ევროკომისარი პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურს შეხვდება იმ პარამეტრების დასადასტურებლად, რომლის ფარგლებშიც მთავარი მომლაპარაკებლები იმუშავებენ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე ერთობლივ პროცესში.<span style="font-size: 10pt;" />„თავისუფალი სავაჭრო სივრცე მთავარი მექანიზმი იქნება ევროკავშირთან მოლდოვასა და საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარებისთვის, – განაცხადა კარელ დე გუხტმა. – დარწმუნებული ვარ, რომ ეს მოლაპარაკებები სწრაფად განვითარდება და ევროკავშირთან უფრო ახლო ეკონომიკურ კავშირებს გაუკვალავს გზას. მოლაპარაკებების დაწყება ადასტურებს ევროკავშირის მზადყოფნას, გააღრმავოს პროგრესული ეკონომიკური ინტეგრაცია და პოლიტიკური ასოცირება ჩვენ აღმოსავლელ პარტნიორებთან“. საქინფორმი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts