planetanews Posted February 27, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 27, 2012 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/04/bloomberg.jpgელენა ბედველიქართველმა მიალიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მმართველობას უპირისპირდება, მოქალაქეობა, რომელიც ოქტომბერში დაკარგა, შეიძლება 5 აპრილამდე, მის საქმესთან დაკავშირებულ საბოლოოდ დადგენილ ვადამდე აღიდგინოს, განაცხადა მისმა ადვოკატმა ზაქარია ქუცნაშვილმა.„ჩვენ მისი მოქალაქეობის აღდგენას აპრილამდე ველით, რადგან შესაბამის სამინისტროთა გადაწყვეტილებები ამ თვეში უკვე მზად უნდა იყოს“, განაცხადა ქუცნაშვილმა დღეს თბილისიდან სატელეფონო საუბარში. „ივანიშვილის პოლიტიკური ცხოვრება უხეშად შეილახა ხუთთვიანი ლოდინით“.იუსტიციის სამინისტრო აღნიშნულ საქმეზე გადაწყვეტილებას მიიღებს მაშინვე, როგორც კი ყველა დოკუმენტს შეისწავლის, განაცხადა სამინისტროს სპიკერმა ხათუნა იოსავამ დეტალების დაკონკრეტების გარეშე.ივანიშვილმა, რომლის ქონებაც 2011 წლის მარტში Forbes-მა 5,5 მილიარდ დოლარად შეაფასა, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის პოლიტიკური პარტია შექმნა. მან უარი თქვა რუსეთის მოქალაქეობაზე და 29 დეკემბერს განაცხადა, რომ საფრანგეთის მოქალაქეობასაც ტოვებს.ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts