planetanews Posted February 27, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 27, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/news_809-241x300.jpgსაქართველოს კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა “ქართული ოცნება” 200 000 ლარით დააჯარიმა. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელმა ნათია მოგელაძემ განაცხადა, “ქართულმა ოცნებამ” უკანონოდ გადარიცხული თანხის უკან გადარიცხვაზე უარი განაცხადა, რაც კანონის უგულებელყოფაა.როგორც ნათია მოგელაძემ განაცხადა, სახეზეა იურიდიული პირის მიერ კანონით აკრძალული შემოწირულობის განსახორციელებლად სხვა პირის, კერძოდ, ნუგზარ ხუციშვილის გამოყენება, რაც კანონით დასჯად ქმედებას წარმოადგენს.საქართველოს კონტროლის პალატამ კანონის შესაბამისად, უკანონო შემოწირულობის ათმაგი ოდენობით დააჯარიმა, როგორც ნუგზარ ხუციშვილი და შპს “ქართული მშენებელი”, ასევე “ქართული ოცნება”გავრცელებული ინფორმაციით, პალატამ კანონით მინიჭებული მანდატის საფუძველზე შეისწავლა შპს “ქართუ მშენებლის” თანამშრომლის, ნუგზარ ხუციშვილის მიერ მოძრაობა “ქართული ოცნებისთვის” შემოწირულობის განხორციელების მართლზომიერების საკითხი; კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით ჩაატარა ადმინისტრაციული წარმოება და კონკრეტული ფაქტების ანალიზის საფუძველზე მიიჩნია, რომ სახეზეა იურიდიული პირის მიერ ფიზიკური პირის გამოყენებით განხორციელებული უკანონოდ შემოწირულობის ფაქტი.ნათია მოგელაძის განმარტებით, ნუგზარ ხუციშვილს შპს “ქართუ მშენებელში” რამდენიმეწლიანი მუშაობის განმავლობაში პრემია არასოდეს მიუღია; მისი თვიური ხელფასი 1000 ლარია, შესაბამისად, 1 წელიწადში ხელფასის ჯამური ოდენობა შეადგენდა 12 000 ლარს. მოგელაძის თქმით, “ქართუ მშენებელთან” გარიგების შედეგად ნუგზარ ხუციშვილს პრემიის სახით 6 თებერვალს ჩაერიცხა 40 000 ლარი, საიდანაც 20 000 ლარი სამ დღეში “ქართული ოცნების” ანგარიშზე შეიტანა.საქმის შესწავლისას ნუგზარ ხუციშვილის მიერ ჩვეულებრივისგან განსხვავებული რაიმე სამუშაოს შესრულების ფაქტი, რაც მისი წახალისების საფუძველი შეიძლება გამხდარიყო, ვერ დადასტურდა. ასევე, მოგელაძის თქმით, მიღებული პრემია სრულიად შეუსაბამოა მის მიერ შესრულებული სამუშაოს მოცულობასთან და ხელფასის ოდენობასთან.მონიტორინგის სამსახურის უფროსის განმარტებით, “ქართულ ოცნებას” თანხა კანონის შესაბამისად, 3 დღის ვადაში უნდა დაებრუნებინა შემომწირველისთვის.ნათია მოგელაძის განცხადებით, “ქართულმა ოცნებამ” არც საკუთარი ინიციატივით შეასრულა კანონი, არც საქართველოს კონტროლის პალატის მიმართვა გაითვალისწინა და საერთოდ, უარი განაცხადა ვალდებულების შესრულებაზე. აქედან გამომდინარე, “ქართული ოცნების” მიმართ გამოყენებული იყო სანქციები. კერძოდ, აღნიშნული ორგანიზაცია კანონის შესაბამისად დაჯარიმდა უკანონოდ შემოწირულობის ათმაგი ოდენობით – 200 000 ლარით. მის ანგარიშზე არსებული უკანონო შემოწირულობა კი გადაირიცხა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts