planetanews Posted February 27, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 27, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/news_810-300x300.jpgკონტროლის პალატა “ნაციონალური მოძრაობის” საქველმოქმედო ფონდის ფინანსურ საქმიანობას შეისწავლის.ამის შესახებ კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსმა ნათია მოგელაძემ განაცხადა.მისი თქმით, “ტელევიზიით გაჟღერებული ინფორმაციის საფუძველზე მონიტორინგის სამსახურისთვის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საქველმოქმედო ფონდის არსებობის შესახებ გახდა ცნობილი და საქართველოს კონტროლის პალატა აღნიშნული ფონდის ფინანსური საქმიანობის შემდგომი შესწავლის მიზნით ინფორმაციას გამოითხოვს”.საქველმოქმედო ფონდის არსებობის შესახებ ტელევიზიიდან გახდა ცნობილი.ამასთან, რამდენიმე დღის წინ “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა ერთ-ერთ ტელეგადაცემაში განაცხადა, რომ პარტია თავისი საქველმოქმედო ფონდის ლიკვიდაციას გეგმავს.საჯარო რეესტრის მონაცემებით, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საქველმოქმედო ფონდი” 2005 წლი 16 ნოემბერს არის რეგიტრირებული.გასული წლის ბოლოს “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონში დაფინანსების მიღებისა და გაცემის კუთხით ჩადებული მთელი რიგი შეზღუდვები და აკრძალვები საქველმოქმედო საქმიანობაზეც აისახა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts