planetanews Posted February 27, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 27, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/Saakashvili22-300x1992.jpgკახეთის განვითარებისთვის მიმდინარე წლის განმავლობაში ასობით მილიონი ლარი დაიხარჯება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს ყვარელში, საავადმყოფოს გახსნის შემდეგ ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა .„ასობით მილიონის ხარჯვას ვიწყებთ იმისათვის, რომ აქაურობა ბევრად უკეთესი იყოს. წელს, მარტო ყვარელში 4 ხალი სასტუმრო შენდება. საბჭოთა დროს ერთი „ინტურისტი“ იყო, მეტი არაფერი არ იყო მთელ კახეთში. ღვინოზე როცა ვლაპარაკობთ, დარწმუნებულები ვართ, რომ აქედან მაქსიმუმ 2 წელიწადში ჩვენ გვექნება ბევრად ნაკლები ღვინო, ვიდრე იქნება ბაზარზე გასაყიდი. ეს არის იმაზე პასუხი, რაც გაგვიკეთა ემბარგომ. ჩვენმა ღვინომ მოიპოვა ახალი ბაზრები და მე ვეუბნებოდი სხვათაშორის 2006 წელს, როცა ემბარგო შემოიღეს, როცა შევხვდი პეტერბურგში პუტინს, რომ ძალიან შეგეშალათ, ჩვენი ღვინო რომ აკრძალეთ მეთქი, იმიტომ, რომ მოვა მალე დრო, ისევ აღარ აკრძალავთ, ისევ მოგინდებათ და აღარ გვექნება თქვენთვის, იმდენ სხვადასხვა ადგილზე იქნება გასული. ეს უკვე ხდება“, – განაცხადა სააკაშვილმა.სააკაშვილი ყვარლის მოსახლეობას თანაბრად ხელმისაწვდომ ჯანდაცვას დაჰპირდა .ყვარელის საავადმყოფოს გახსნის შემდეგ მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე პრეზიდენტმა ძველი და თანამედროვე სამედიცინო დაწესებულებები შეადარა. მისი განცხადებით, მთელ ქვეყანაში სულ 5-6 გარემონტებული პალატა იყო, რომელიც ხელმისაწვდომი მხოლოდ ერთეულებისთვის, მთავრობის წევრების ნათესავებისთვის იყო; საჭირო იყო ქრთამი, მკურნალობა ჯდებოდა 5-ჯერ 6-ჯერ ძვირი და ყველაფერი იყო ბევრად უფრო ნაკლები ხარისხის, ვიდრე ამჟამად არის.პრეზიდენტის თქმით კვლავ ფუნქციონირებს საავადმყოფოები, რომლების კადრების ნახვაც “გულს ურევს, თუმცა, ყველა მათგანი მოშორდება და თანამედროვე საავადმყოფოებით შეიცვლება”. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts